არის საკვები, რომელიც საერთოდ არ უნდა გაცხელდეს.
და არის ისეთებიც, რომლებიც საჭიროებენ მოსამზადებელ ეტაპს.
1. ბრინჯი
ბრინჯი უყვარს ბაქტერიას Bacillus cereus. პროდუქტი უნდა მომზადდეს კარგად- წინააღმდეგ შემთხვევაში მისი სპორები დარჩება. თუ კერძი ორ საათში მაცივარში არ შედგით, მიკრობები გამრავლდება. მიკროტალღური ღუმელი მათ არ კლავს: ისინი სხეულში შესვლისთანავე მოწამვლას გამოიწვევს. ინტოქსიკაციის უდავო ნიშნებია ღებინება და დიარეა ჭამიდან რამდენიმე საათის შემდეგ.
2. კვერცხი
მოხარშული კვერცხი ინახება მაცივარში არა უმეტეს ერთი დღის განმავლობაში. გაციების შემდეგ მათი გაცხელება აღარ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ცილა იჟანგება და კანცეროგენული ხდება.
3. სოკო
გაცხელებული სოკო უსიამოვნოა საჭმელად – მაგრამ ეს არ არის ყველაზე ცუდი. კვერცხის მსგავსად, ცილა იშლება და მის ადგილს იკავებს დაჟანგვის საშიში პროდუქტები.
4. კომბოსტო
კომბოსტო არის ჯანსაღი – მაგრამ მხოლოდ მანამ, სანამ მიკროტალღურ ღუმელში არ შედებთ. ბოსტნეული მდიდარია ნიტრატებით, რომლებიც ამცირებს კიბოს რისკს და ახდენს არტერიული წნევის ნორმალიზებას. მაგრამ ხელახლა გაცხელებისას ეს ნივთიერებები გადაიქცევა საშიშ ნიტროზამინებად: ისინი სიმსივნეების პროვოცირებას და ღვიძლის დაზიანებას იწვევს.
5. კარტოფილი
კარტოფილი იაფი პროდუქტია. ბრინჯის მსგავსად, ის არ უნდა დარჩეს ოთახის ტემპერატურაზე დიდხანს, რადგან არსებობს ბოტულიზმით დაინფიცირების რისკი. მოწამვლას იწვევს ბაქტერია, რომელიც სახიფათო ტოქსინს გამოიმუშავებს. ის გავლენას ახდენს მთელ ნერვულ სისტემაზე, მათ შორის ტვინზე. თუ მიკრობები უკვე მომრავლდნენ, მიკროტალღური ღუმელი მათ არ მოკლავს – ამიტომ უმჯობესია კარტოფილის კერძები სასწრაფოდ მოათავსოთ მაცივარში.
6. ზღვის პროდუქტები
მოხარშული ზღვის პროდუქტები დაუყოვნებლივ უნდა შედოთ მაცივარში და შეინახოთ იქ არა უმეტეს ერთი დღის განმავლობაში. თევზის ზოგიერთი სახეობა – როგორიცაა ტუნა, სკუმბრია და საური – გამოიმუშავებს ჰისტამინს ოთახის ტემპერატურაზე, რაც იწვევს ალერგიას. მაგრამ, გარდა სურდოს, პირის ღრუს წვისა და გამონაყარისა, შესაძლოა გამოვლინდეს ბევრად უფრო უსიამოვნო სიმპტომები – ღებინება, დიარეა და დაბალი წნევა.
7. ქათამი
გაცხელებისას ტემპერატურა უნდა იყოს მინიმუმ 75 გრადუსი.
8. ზეთი
ზეითუნის, სელის და რაფსის ზეთი გაცხელებისას გამოყოფს აკრილამიდს. ეს ნივთიერება ცხოველებში კიბოს იწვევს და ექსპერტები თვლიან, რომ იგივეს იწვევს ადამიანებშიც. რაც უფრო მეტი ზეთია კერძში, მით უფრო მაღალია რისკი.
9. ბავშვის საკვები
ნებისმიერი ბავშვის საკვები – დედის რძე, ნარევი, პიურეები – შეიძლება მხოლოდ ერთხელ გაცხელდეს. ის, რაც ბავშვმა ვერ შეჭამა, შეიცავს ბაქტერიებს მისი პირიდან. გათბობის ტემპერატურა შეიძლება არ იყოს საკმარისი მათი მოსაკლავად, მაგრამ ეს გაანადგურებს ზოგიერთ სასარგებლო ნივთიერებას. კვებითი ნარევი კი მაცივარში მხოლოდ ორი საათის განმავლობაში შეიძლება შეინახოთ – თუ იქ უფრო დიდხანს დარჩა, დაუყოვნებლივ უნდა გადააგდოთ.
წყარო:მკურნალი