სპრედი იმ პროდუქტებს შორისაა, რომლებსაც ადამიანების დიდი ნაწილი ყოველდღიურად მოიხმარს, თუმცა მის შესახებ ცნობადობა ხშირად არც ისე მაღალია. სპრედი ხშირად ერევათ მარგარინში, რაც შეცდომაა. ის გამოიყენება როგორც საუზმის დროს სენდვიჩებში თუ უბრალოდ პურზე გადასასმელად, ისე კულინარიაში ცომის მომზადებისა და შეწვის დროს.
სპრედი კარაქთან შედარებით რბილი სტრუქტურისაა. ამას განაპირობებს მის შემადგენლობაში შემავალი მცენარეული ცხიმი. სწორედ ეს ფაქტორი ხდის მას როგორც უფრო ნაზსა და მსუბუქს, ისე გემრიელს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სპრედის შესახებ ცნობადობა არც ისე მაღალია. სწორედ ამიტომ შემოგთავაზებთ მითებსა და რეალობას ამ პროდუქტის შესახებ.
სპრედი მავნე ცხიმებს შეიცავს
ხარისხიანი სპრედი საერთოდ არ შეიცავს მავნე ცხიმებს. ქართულ ბაზარზე სპრედებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია „ოდა“, რომელიც ქართული ნაწარმია და უკანასკნელ წლებში იმპორტირებული ნაწარმი დიდწილად ჩაანაცვლა. პროდუქტი საერთოდ არ შეიცავს ტრანსცხიმებს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო სტანდარტებით პროდუქტში დასაშვები ტრანსცხიმების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 2%-ს. „ოდას“ შემადგენლობაში არ არის გამოყენებული ჰიდროგენიზებული ცხიმები. რაც შეეხება პალმის ცხიმს, ის მხოლოდ იმ შემთხვევაშია ჯანმრთელობისთვის სახიფათო, თუ ჰიდროგენიზებულია.
სპრედი ძალიან კალორიულია
კარაქსა თუ მარგარინთან შედარებით, სპრედი უფრო კალორიული არ არის. მასში ცხოველური ცხიმები უფრო ნაკლებია, ვიდრე კარაქში. მაგალითად, „ოდა“ აწარმოებს სპრედს 72% და 82%-იანი ცხიმიანობით. მეორე მხრივ, სპრედი უფრო ადვილად და თანაბრად ნაწილდება პურზე, ვიდრე კარაქი. შედეგად უფრო ნაკლებ სპრედს ვიყენებთ 1 ნაჭერ პურზე წასასმელად, ვიდრე კარაქს.
სპრედს არ აქვს კარგი გემო
ეს ერთ-ერთი მითია, რომელსაც საზოგადოებაში ხშირად გაიგებთ. რეალურად კი სრულაც არ შეესაბამება სიმართლეს. სპრედს ძალიან ნაზი, მსუბუქი და გაჯერებული გემო აქვს. ის იდეალურია სხვადასხვა ტიპის სენდვიჩებში, კარგად ეხამება ბოსტნეულს, თევზეულს, კვერცხს. თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული ქართული წარმოების სპრედი “ოდა” აუცილებლად იქცევა თქვენი დილის რუტინად.
სპრედი არ გამოიყენება ცომეულში
ერთხელ მაინც სცადეთ „ოდას“ სპრედი ცომეულში და თავად მიხვდებით, რომ ეს მითია. ცომში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტი სწორედ სპრედია. მასზეა დამოკიდებული საბოლოო პროდუქტის სტრუქტურა და გემო. მთავარია, არ გამოიყენოთ ჰიდროგენიზებული ცხიმებისა და ტრანსცხიმების შემცველი სპრედი და შედეგი გარანტირებულია. მათთვის, ვინც ხშირად აცხობს, სტანდარტული 200 გრ.-იანი შეფუთვების პარალელურად, ხელმისაწვდომია 1 კგ. და 5 კგ-იანი, ეკონომიური შეფუთვები.
სპრედისგან მაქსიმალური სარგებელი რომ მიიღოთ, მნიშვნელოვანია, სწორად შეარჩიოთ კონკრეტული პროდუქტი. ამ დროს ყურადღება უნდა მიაქციოთ მის შემადგენლობას, მწარმოებელ ბრენდს, წარმოების სტანდარტს, ლაბორატორიულად დადასტურებულ ხარისხსა და შენახვის ვადას.
წყარო:ამბები