აღმოსავლეთმცოდნე, ექსპერტი ზურაბ ბატიაშვილი სოციალური ქსელით საქართველოში Starlink-ის მაღალი სიჩქარის ინტერნეტის გავრცელებას გამოეხმაურა.
„რა თქმა უნდა, Starlink-ის მაღალი სიჩქარის ინტერნეტი კარგია.
მაგრამ გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი თირკმელის ფასი ღირს (ინტერნეტის ღირებულება კერძო პირებისთვის თვეში 160 ლარიდან დაიწყება, მიმღები მოწყობილობის ფასი კი 1 780 ლარია), ჩემთვის მთავარი ამბავი ისაა, რომ მასკმა ინტერნეტი გაუთიშა უკრაინას და ჩაურთო “ჰამასს” და საერთოდაც, ეგ ტიპი რუსეთთან ახლო კავშირებშია შემჩნეული.
შესაბამისად, მისი სანდოობა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშაა“, – წერს ის.