Thursday, August 14, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

October 31, 2023
“ჩვენი მოცეკვავე იყო…” – ანსამბლი ,,ჭყონდიდი” სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:

“რომან გოგოლაური გარდაიცვალა…ღმერთო, ეს ხომ დაუჯერებელი ამბავია… ეს ხომ უსამართლობაა… როგორ შეიძლებოდა შენი სიკვდილი რომან…
დავკარგეთ უდიდესი პასუხისმგებლობის, მაღალი დონის პროფესიონალი, შინაგანი კულტურით გამორჩეული, უამრავი ღირსების მატარებელი, შრომისმოყვარე, კეთილშობილი ვაჟკაცი, რომლიც უზომოდ იყო შეყვარებული თავის ქვეყანაზე, ქალაქზე და სოფელზე. სად, რომელი კენჭი იდო ზეპირად იცოდა, რომელი საუკუნის, საიდან მოტანილი… ამდენ რამეს როგორ იმახსოვრებ მეთქი ხშირად მითქვამს, რაზედაც გაიღიმებდა ხოლმე…
რომან გოგოლაურმა 1986-91 წლებში წარჩინების დიპლომით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, 1993-97 წლებში ასპირანტურა. მას შემდეგ დაუბრუნდა თავის კუთხეს და დღემდე წარმატებით ემსახურებოდა მომავალი თაობის აღზრდას, წარუშლელი კვალი დატოვა და თავისი სიტყვა „თქვა’’ უნივერსიტეტის განვითარებაში.
2006 წლიდან რომან გოგოლაური ისტორიის დოქტორია, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. სხვადსხვა დროს იყო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი, ისტორიის კათედრის დოცენტი და ამავე კათედრის გამგე, თსუ მესხეთის ფილიალის ისტორიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, 2017 წლიდან სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, 80-მდე სამეცნიერო შრომის ავტორი, სადაც განსაკუთრებული ყურადღება სამცხე-ჯავახეთის ისტორიის შესწავლას დაუთმო.
ძნელია იმ განცდის გადმოცემა, რასაც ვგრძნობთ ყველა, მეგობრები, კოლეგები, ნებისმიერი თანამშრომელი და პიროვნება, ვინც იცნობდა და თუნდაც ერთხელ უსაუბრია რომანთან.
სტუდენტების საყვარელი ლექტორი, მეგობრებისთვის უღალატო მეგობარი, უნივერსიტეტისთვის საუკეთესო პროფესორი და თანამშრომელი, სოფლისთვის ჭირის და ლხინის გამზიარებელი და მოთავე, ასეთი და კიდევ უამრავი დადებითი თვისებების პიროვნება იყო ჩვენი რომანი.
ძალიან მიჭირს მასზე წარსულში ლაპარაკი, მაგრამ ეს სამწუხარო რეალობაა, ის რეალობა, სადაც რომანი აღარ არის, მაგრამ მისი სითბო და ყველა ადამიანური თვისება არასოდეს დაგვავიწყდება…
გადაინაცვლა მარადიულ სამყაროში და დაგვიტოვა უდიდესი სევდა და ტკივილი. არ შემიძლია დაჯერება და სიტყვებსაც ვერ ვპოულობ, მხოლოდ ერთი აზრი და კითხვა მიტრიალებს ცნობიერებაში „რატომ’’.
მშვიდობით, რომან! გემშვიდობება მთელი უნივერსიტეტი, შენი საყვარელი სტუდენტები, შენი ფაკულტეტი, რომლის დეკანატსაც მორიდებით, კრძალვით შემოაღებდი ხოლმე და მოკითხვასთან ერთად გვეტყოდი, „ ახალი ხომ არაფერიაო’’ და გაუყვებოდი აუდიტორიის გზას ლექციის ჩასატარებლად, რომელიც არასდროს გაგიცდენია…
მადლობა შენი ფასდაუდებელი შრომისთვის, სიკეთისთვის და ყველა იმ პიროვნული ღირსებისთვის, რომელიც ერთეულების ხვედრია და რომელსაც ავლენდი ყველა ადამიანის მიმართ, ვისაც კი იცნობდი და ურთიერთობა გქონია. არასოდეს დაგვავიწყდება შენი თავდადება, საქმის დიდი სიყვარული, ადამიანების ერთგულება. შენ იყავი მაგალითი საუკეთესო პიროვნების, ერთგული მეგობრის და არაჩვეულებრივი თანამშრომლის
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, უნივერსიტეტს, ქალაქს და სოფელს, ყველას, რომან გოგოლაურის გარდაცვალებას.
მშვიდობით, რომან! ალბათ იმ ქვეყანასაც დააკლდა ღირსეული ვაჟკაცები, ლექსისა და სიტყვის მთქმელები, ალალები და მართლები, მამულზე და ქვეყანაზე უსაზღვროდ შეყვარებულები….
მსუბუქი იყოს შენთვის შენი საყავრელი ფერსის მიწა. ..
მარადიული ხსოვნა და დიდება შენ სახელს!
პატივისცემით,
განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს სახელით,
გულიკო ბექაური”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პროკურატურამ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის საქმეზე ხუთ პირს ბრალდება წარუდგინა
  • საბერძნეთის, იტალიის, საფრანგეთის, ესპანეთის და პორტუგალიის რეგიონებში განგაშის წითელი ნიშნული ამოქმედდა – ევროპის ქვეყნებში ხანძრებს ებრძვიან
  • რას ჰყვებიან ადგილობრივები ზუგდიდში მომხდარ სასტიკ დანაშაულზე – ახალი დეტალები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge