გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ვრცელ ინტერვიუში პიანისტი, რუსთაველის თეატრის ყოფილი კონცერტმაისტერი ლეილა სიყმაშვილი სტალინის შთამომავლებზე, მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს და მათი გაცნობის ეპიზოდებს იხსენებს. როგორც აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილი მოსკოვში, მისსავე თეთრ სასახლეში გაიცნო, სადაც საგასტროლო სპექტაკლის შემდეგ მიიპატიჟეს დასი, სააკაშვილების ოჯახში კი პედაგოგად იყო მიწვეული და სანდრა რულოვსს პიანინოზე დაკვრასა და ქართულ სიმღერებს ასწავლიდა.
მიხეილ სააკაშვილი, ქართული პოლიტიკა და ფეხბურთი
– მე რომ მოსკოვში ვცხოვრობდი, იმ 10 წლის განმავლობაში საქართველოს სააკაშვილი მართავდა. სანამ პრეზიდენტი გახდებოდა, ერთხელ მყავს ნანახი. სანდრა რულოვსს და მათ ვაჟს, ედუჩის ვასწავლიდი მუსიკას, ქართულ სიმღერებს. მაშინ საბურთალოზე ცხოვრობდნენ და ოჯახში რომ დავდიოდი, სანდრამ მითხრა, შენი შვილიშვილიც წამოიყვანე, გიორგი, და ედუჩის გავაცნოთო, ტოლები არიან. წავიყვანე და სანამ სანდრას ვამეცადინებდი, ბავშვები მაგიდის ქვეშ მანქანებს აბღუილებდნენ. ამ დროს კარზე ბრახუნის ხმა გაისმა, გააღო ნუნუმ (ოჯახის დამხმარემ) და შემოვიდა მთასავით უზარმაზარი კაცი. მაშინ მიშა მგონი საკრებულოს თავმჯდომარე იყო. გიორგი მაგიდის ქვემოდან გამოძვრა, უყურებს და, ბებო, ტელევიზორში როა, ის კაცი მოვიდაო. მიშამ ხელი გაუწოდა, მოდი, ჩამომართვიო. მე შენ ტელევიზორში მინახავხარო, და სანდრამ გაიცინა, ეჰ, გიორგი, მეც მარტო ტელევიზორში ვხედავ მაგ კაცსო. სანდრა ნიჭიერი მოსწავლე იყო, არაჩვეულებრივი ადამიანია. განაგრძეთ კითხვა