პარიზში, სასტუმრო “შატლეში” “ოქროს ბურთის” გადაცემის ცერემონია მიმდინარეობს. “ფრანს ფუტბოლის” პრიზი დიდი ალბათობით, მერვედ გადაეცემა ლეო მესის.
30 საუკეთესო ფეხბურთელს შორის საქართველოს ნაკრების გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმენი იყვნენ დასახელებული,
საბოლოოდ, კვარაცხელიამ ნომინანტთა სიაში მე-17 ადგილი დაიკავა.
დაჯილდოების ცერემონიაზე ხვიჩა მეუღლესთან, ნიცა თავაძესთან ერთად მივიდა. ნახეთ პირველი კადრები.