Wednesday, July 30, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“რა ექნათ ძველ ხალხს, ფეისბუქი ესქროლათ თუ იუთუბზე ან სპოტიფაიზე მუსიკისთვის მოესმინათ” – რამაზ გიგაური

October 30, 2023
“რა ექნათ ძველ ხალხს, ფეისბუქი ესქროლათ თუ იუთუბზე ან სპოტიფაიზე მუსიკისთვის მოესმინათ” – რამაზ გიგაური

ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში წერს:

„ბერიკაობის სამშობლოს ჰელოუინი რატომ უნდა უკვირდეს.

ისე, ცნობისთვის, ეგ ერთი ხაზია – პროტოკელტურ-იბერიული ხაზი.

სწორედ ასე იმართებოდა ქრისტიანობამდელ საქართველოშიც პირველი ხნულის გავლებასთან, ხვნა-თესვის დაწყებასთან ან მოსავლის აღების დასრულებასთან დაკავშირებული ზეიმი. გაზაფხულზე ამას ჰქონდა სავედრებელი, ხოლო შემოდგომით – მადლიერების ფორმა.

მადლიერების გამოხატვა იგივე რთველის მშვიდობიანად დასრულებისთვის – ყურძნის კრეფა-დაწურვისთვის. ამ ყველაფერს კი თეატრალური მასკარადის ფორმა ჰქონდა.

აბა, რა ექნათ ძველ ხალხს, ფეისბუქი ესქროლათ თუ იუთუბზე ან სპოტიფაიზე მუსიკისთვის მოესმინათ.

ეს იყო მათი გართობა, ვედრება სამყაროსადმი, რომ კარგი მოსავალი მიეღოთ ან მადლიერების მიძღვნა სამყაროს კეთილი ძალებისადმი. ზოგჯერ ამას ჰქონდა კეთილი და ბოროტი ძალების ბრძოლის ფორმა, „დამპყრობელთან“ ბრძოლა ა. შ.

ეს იყო ჩვენი ხალხური თეატრი. ბერიკაობის 100-მდე სიუჟეტი არსებობს. ფაქტობრივად, ეს ჩვენი ცოცხლად შემორჩენილი, ქრისტიანობამდელი მისტერიის ფრაგმენტებია.

იგივეა ჰელოუინი, რომელიც ვიმეორებ, კელტური ხაზის არის და ამ საერთო ხაზს პროტოკელტურ-იბერიულ ხაზს 3500-6000 წლის ფესვები აქვს.

რუსი ოკუპანტი რომ საქართველოში გვივარდება, სალოცავში გვივარდება, ქვეყანას გვირევს, ტვინს გვირევს, სულიერებას გვირევს, წარსულს გვიშლის, აწმყოს გვიუფასურებს და მომავალს გვინადგურებს – ამას ვებრძოლოთ და ამას არ შევეგუოთ.

ასე რომ, ბერიკაობაც და ჰელოუინიც – ეს ძველი ხალხ(ებ)ის მისტერიების პატარა ფრაგმენტებია, რომლებიც ძალიან საინტერესოა და არანაირად საშიში.

ფოტო: ბერიკაობა, გურამ დოლიძე, 1999“ – წერს რამაზ გიგაური.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბანკების ახალი რეგულაცია, რომელიც პირველი აგვისტოდან ამოქმედდება
  • ფონიჭალიდან გატაცებული 7 წლის ბიჭის მკვლელის ჩვენება – ამბავი, რომელიც წლების წინ საქართველოში მოხდა
  • “მითხრა, რომ ჩემ შვილს მოკლავდა და ამას მაყურებინებდა”- კურტანიძის ყოფილი ცოლი სკანდალურ განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge