ცნობილია, რომ ყელის კანი უფრო ადრე ბერდება, ვიდრე სახის კანი, რადგან ამ მიდამოში ცხიმის ჯირკვლები თითქმის არ არის. თუ დააკვირდებით, ქალების უმეტესობას 30-35 წლის ასაკში ყელის მიდამოზე უკვე დაბერებული და ნაოჭებით დაფარული კანი აქვს. ამის მიზეზი კი უყურადღებობა და კანის მოუვლელობაა. ამიტომ, თუ არ გსურთ თქვენმა ყელმა თქვენი ასაკი გათქვას, დროულად მიიღეთ შესაბამისი ზომები. ყოველდღე გაისუფთავეთ ყელი მცენარეების ნაყენით. ამისთვის შეიძინეთ აფთიაქში გვირილა, ცაცხვის ყვავილი, პიტნა, არყის კვირტები და სალბი. აიღეთ მცენარის ნაკრების 1 სადილის კოვზი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ 2 საათი. შემდეგ, გადაწურეთ და გაიწმინდეთ ყელის კანი მასში დასველებული ბამბის ტამპონით.
ყელის კანისთვის შეგიძლიათ, სახლის პირობებში თავად მოამზადოთ ლოსიონები. წაისვათ ისინი კვირაში 3 დღე და მათი დახმარებით შეაფერხეთ კანის დაბერება:
▶️ 1 კვერცხის გული აურიეთ 1 ცალ ლიმონის წვენში. დაუმატეთ 1 სადილის კოვზი არაყი და 1-2 ჭიქა ნაღები;
▶️1 კვერცხის გული აურიეთ 100 გრამ არაჟანში, დაუმატეთ 1-4 სადილის კოვზი არაყი და ლიმონის ან ფორთოხლის წვენი;
▶️გახეხეთ 1 ცალი კიტრი, დაუმატეთ 1 სადილის კოვზი არაყი. დადგით 1 დღე და შემდეგ გაწურეთ. შეინახეთ მაცივარში და ყოველდღე, დილა-საღამოს, გაიწმინდეთ ყელის კანი, შემდეგ კი, წაისვით ცხიმიანი მკვებავი კრემი.
კვირაში ერთხელ, ყელის კანზე გაიკეთეთ თბილი და ცივი კომპრესები – ხაოიანი პირსახოცი დაასველეთ ნელთბილ წყალში. გაწურეთ და 2 წუთით შემოიხვიეთ. შემდეგ კი ცივ წყალში დასველებული და გაწურული პირსახოცი შემოიხვიეთ. ასე გაიმეორეთ რამდენჯერმე. პროცედურა დაამთავრეთ ცივი კომპრესით და წაისვით მკვებავი კრემი. ასეთი კომპრესი ნამდვილად ეფექტურია და მალევე იგრძნობთ ყელის კანის გაახალგაზრდავებას და გამკვირვებას.
ასევე, კარგია ზეთიანი კომპრესები: ზეითუნის ზეთი გაათბეთ. მარლის რამდენიმე ფენა დაასველეთ და შემოიხვიეთ ყელზე. ზემოდან შემოიხვიეთ პოლიეთილენის პარკი და დაიტოვეთ 20 წუთით. შემდეგ კი, ხელით ნაზად დაიმასაჟეთ. თუ ამ პროცედურას კვირაში 2-3 ჯერ გაიკეთებთ, ეფექტს მალევე შეამჩნევთ.
წყარო:თბილისელები