ორსულობის დროს ჯანსაღი კვება გულისხმობს საკმარის კალორიულობას და ცილებით, ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარ რაციონს.
ორსულის საკვები მრავალფეროვანი უნდა იყოს. ორსულის რაციონში უნდა იყოს მწვანე და ნარინჯისფერი ბოსტნეული, ხორცი, თევზი, პარკოსნები, თხილი, ხილი და მარცვლეული.
რა საკვები და სასმელი უნდა ამოვიღოთ რაციონიდან
ორსულებმა თავი უნდა აარიდონ არაპასტერიზებული რძის, რბილი ყველის, პაშტეტისა და ცუდად მოხარშული ხორცისა და კვერცხის მოხმარებას. ეს პროდუქტები სალმონელოზისა და ლისტერიოზის წყაროა.
მეთილვერცხლისწყლით მდიდარი თევზის დიდმა მოხმარებამ, როგორიცაა ტუნა, ზვიგენი, ხმალთევზა, სკუმბრია, შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების დარღვევები. A ვიტამინით მდიდარმა საკვების ჭარბმა მოხმარებამ: საქონლის ხორცი, ქათმის ღვიძლი და მისგან მიღებული პროდუქტები- ასევე შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ნაყოფზე.
ამჟამინდელი სამედიცინო გაიდლაინებისა და კლინიკური კვლევების მიხედვით, ვეგეტარიანობა ზრდის ნაყოფის ზრდის შეფერხების რისკს ორსულობის დროს.
შეკითხვა ექიმს
-მოკლედ ციკლის დაწყებამდე დამრჩა ერთ კვირაზე მეტი 3- ში მომივიდა ოდნავ მოვარდისფრო რო ეტყობა ყოველდღიურს მერე ღამით ცოტა მეტი ოღონ ისიც გამჭირვალე ვარდისფერი 4- ში საღამოს სალფეტკზე მქონდა მოყავისფრო ოდნავ ხოდა ეს შეიძლება ჩაითვალოს ორსულობას ..? თუ პრემენსტრუაციული სინდრომია მკერდი კი ოდნავ გამაგრებული მაქვს ნუ როგორც მჩვევია მენსტრუაციამდე მადლობააა
პასუხი
ორსულებმა უნდა შეამცირონ კოფეინის მიღება, რადგან მისი დიდი რაოდენობა, დღეში ორ ფინჯან ყავაზე მეტი, ზრდის სპონტანური აბორტისა და დღენაკლული ბავშვის გაჩენის რისკს.
მავნე ჩვევები
ორსულობის მსვლელობაზე ალკოჰოლი უარყოფითად მოქმედებს, მიუხედავად მიღებული ალკოჰოლის დოზისა.
ძუძუთი კვების დროს ალკოჰოლის მოხმარება აფერხებს რძის გამომუშავებას, გარდა ამისა, ალკოჰოლი გადადის დედის რძეში.
ორსულობის დროს მოწევა დაკავშირებულია ისეთ გართულებებთან, როგორიცაა ნაყოფის ზრდის შეფერხება, ნაადრევი მშობიარობა, პლაცენტის წინმდებარეობა, ნორმალურად მდებარე პლაცენტის ნაადრევი აშრევება, სანაყოფე წყლების ნაადრევი დაღვრა, დაბალი წონა დაბადებისას, პერინატალური სიკვდილიანობა.
ორსულობისას მწეველი დედის ბავშვებს მეტი რისკი აქვთ ბრონქული ასთმის, ნაწლავის კოლიკა და სიმსუქნის განვითარების.
წყარო:მკურნალი