Monday, June 30, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ტოლმა, მწვადი, ჰამბურგერი… – თურქი მსახიობი კაცების საყვარელი კერძები

October 24, 2023
ტოლმა, მწვადი, ჰამბურგერი… – თურქი მსახიობი კაცების საყვარელი კერძები

ყველამ იცის, რომ საკვები გარდა იმისა, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელია, მაგიურად მოქმედებს ჩვენს ფსიქიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე. იმისათვის, რომ საუკეთესოდ გამოიყურებოდნენ, ცნობილ ადამიანებს არაერთ დათმობაზე უწევთ წასვლა, მათ შორისაა საყვარელ საკვებზე უარის თქმაც. თუმცა რა ხდება, როცა გურმანი ხარ?

დღეს ცნობილი თურქი მსახიობი კაცების საყვარელ კერძებს შემოგთავაზებთ.

ქალების გულთამპყრობელ ქივანჩ თათლითუღის საყვარელი კერძი მანტი და ქათმის წვნიანია. როგორც იგი აღნიშნავს, ასევე ძალიან უყვარს თურქული ტოლმა და ქაბაბი. ხოლო, როდესაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ბოსტნეულის წვნიანს მიირთმევს.

კიდევ ერთი ცნობილი თურქი მსახიობი მამაკაცის ჩაგლარ ერთუგრულის ერთ-ერთი საყვარელი პროდუქტი ბარდა აღმოჩნდა. როგორც ამბობს, წიწიბურა ხორცთან ერთად მშვენივრად ანაყრებს, საუზმისთვის კი თავად იმზადებს მენემენს. მსახიობი არც სწრაფ კვებაზე ამბობს უარს, მისი საყვარელი „ფასთ ფუდი“ ჰამბურგერია.

თურქული სერიალების კიდევ ერთი ვარსკვლავი ჩაათაი ულუსოი ცომეულზე გიჟდება. მისი საყვარელი კერძია ფარშირებული ბადრიჯანი. მსახიობის დედა ბოსნიიდან არის და პატივს სცემს ბოსნიურ სამზარეულოს. განსაკუთრებით უყვარს ბორეკი.

ქენან იმირზალიოღლუმ ერთ-ერთ ინტერვიუებში თქვა, რომ უყვარს არტიშოკი ზეითუნის ზეთში, ხოლო ხორცეულიდან მისი საყვარელი კერძი არის სტეიკი. ნეტავ, რა დონეზე შემწვარი უყვარს?

ერთ-ერთი ყველაზე სიმპათიური თურქი ვარსკვლავი ბურაქ ოზჩივითი შემწვარი ხორცის მოყვარულია. მისი ბაბუა და მამა განთქმული მემწვადეები არიან. როგორც ინტერვიუში აღნიშნავს, მისი მეუღლის, ასევე ცნობილი მსახიობის – ფაჰრიე ევჯენის გაკეთებული ყველაფერი უყვარს, განსაკუთრებით – შემწვარი ხორცი. დიახ, მამაჩემზე უკეთესად ამზადებს მწვადსო – თქვა ბურაქმა.

ქალების კიდევ ერთი გულთამპყრობელი აკინ აკინოზუ ნახევრად ვეგეტარიანელი გახლავთ. იგი მხოლოდ თევზსა და ზღვის პროდუქტებს მიირთმევს, უარს ამბობს ცხოველისა და ფრინველის ხორცზე. შესაბამისად, ყველაზე მეტად ზღვის პროდუქტები და ბოსტნეულის კერძები უყვარს.

წყარო: გემრიელია

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მივიღეთ გადაწყვეტილება, მეტროსადგური დაიკეტოს 45 დღით” – რომელი მეტოსადგური დაიკეტება 12 ივლისიდან?
  • ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის – რას აცხადებს თბილისის მერია
  • “ვხედავთ განხეთქილებას, თუმცა დეტალებში არ მინდა შევიდე” – რას აცხადებს კახა კალაძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge