მომღერალი თიკა ჯამბურია ლელა წურწუმიას გადაცემის სტუმარი იყო, სადაც პირადი ცხოვრების უცნობ დეტალებზე ისაუბრა. საუბრის თემა მის ახალ იმიჯს, ახალ სიყვარულს, სამომავლო გეგმებსა და მეგობრებს შეეხო.
წამყვანის კითხვაზე: ჰყავს თუ არა მტრები თიკამ უპასუხა, რომ არიან ადამიანები, ვისაც მისი კარგი არ უხარიათ, მაგრამ მათ მტრებს არ უწოდებს.
„არ ვიცი ამას მტრები ჰქვია თუ არა, მაგრამ არიან ჩემს ირგვლივ ადამიანები, ვისაც ჩემი კარგი არ უხარიათ. ძალიან მწყინს რომ ამ ბოლო დროს დავკარგე ძალიან ბევრი მეგობარი. დავკარგე ბევრი ახლობელი ადამიანი, ვინც ჩემს ცხოვრებაში იყო. მაგრამ ალბათ საჭიროც არის, როცა ადამიანები ცუდად გხდიან, იმ ადამიანებს უნდა ჩამოშორდე“,- ამბობს თიკა.
– რას ეტყოდი ამ ადამიანებს, ვინც ახლა შენს ცხოვრებაში აღარ არიან?
– ბედნიერებას ვუსურვებ ყველას. თავისუფლად უნდა იცხოვროს ყველა ადამიანმა. დღეს ისეთი ცხოვრებაა, რომ თავისუფალი უნდა იყო ადამიანი. დღეს ჩემთვის მთავარი არის, ვიცხოვრო ისე, როგორც მე მინდა და არა ისე, როგორც სხვას უნდა“,- ამბობს თიკა.