Tuesday, July 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ხმელთაშუა ზღვის დიეტა საუკეთესო საშუალებაა, რომ დაამარცხოთ მუცლის ცხიმი – რა აჩვენა ახალმა კვლევამ?

October 24, 2023
ხმელთაშუა ზღვის დიეტა საუკეთესო საშუალებაა, რომ დაამარცხოთ მუცლის ცხიმი – რა აჩვენა ახალმა კვლევამ?

20:51 / 24-10-2023
ხმელთაშუა ზღვის დიეტა საუკეთესო საშუალებაა, რომ დაამარცხოთ მუცლის ცხიმი – რა აჩვენა ახალმა კვლევამ?
ხმელ­თა­შუა ზღვის დი­ე­ტა შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს თქვენ­თვის ერ­თგვა­რი გა­სა­ღე­ბი არა­სა­სურ­ვე­ლი მუც­ლის ცხი­მის მო­სა­შო­რებ­ლად, რო­მე­ლიც პირ­და­პირ და­კავ­ში­რე­ბუ­ლია და­ბე­რე­ბას­თან.

ხში­რად ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი და ვარ­ჯი­ში არ ეხ­მა­რე­ბა ადა­მი­ა­ნებს, რომ შე­ა­ჩე­როს ორ­გა­ნიზ­მში მიმ­დი­ნა­რე შე­უქ­ცე­ვა­დი ცვლი­ლე­ბე­ბი, ისე­თი, რო­გო­რი­ცაა ასა­კი და სი­ბე­რე. მაგ­რამ ეს არ არის სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნი სი­ლა­მა­ზის სა­კი­თხში. PREDIMED-Plus-ის მიერ ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ ამ ცვლი­ლე­ბე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ხმელ­თა­შუა ზღვის დი­ე­ტის დაც­ვით. დი­ე­ტის კვლე­ვის შე­დე­გე­ბი JAMA Network Open-მა 18 ოქ­ტომ­ბერს გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

გარ­და იმი­სა, რომ დი­ე­ტის დაც­ვამ ადა­მი­ა­ნე­ბის სხე­ულ­ზე და­დე­ბი­თი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა, ასე­ვე გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის რის­კი შე­ამ­ცი­რა. დი­ე­ტამ შთამ­ბეჭ­და­ვი შე­დე­გი აჩ­ვე­ნა ხან­დაზ­მულ­თა სხე­უ­ლის გა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბა­ზე. მეც­ნი­ე­რებ­მა შე­სა­ბა­მი­სი შე­დე­გე­ბი სამ­წლი­ა­ნი კვლე­ვის შემ­დეგ გა­მო­აქ­ვეყ­ნეს.

დი­ე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით პრო­დუქ­ტე­ბის და­ბა­ლი კა­ლო­რი­უ­ლი შემ­ცვე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მათი შე­მად­გენ­ლო­ბა და ცი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ სხე­ულ­მა არ და­კარ­გოს კუნ­თი, რა­საც ხში­რად ექ­სტრე­მა­ლუ­რი დი­ე­ტე­ბი ანად­გუ­რებს.

ექ­სპე­რი­მენ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ­და 1521 სა­შუ­ა­ლო ასა­კის და ხან­დაზ­მუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რომ­ლებ­საც ჰქონ­დათ ჭარ­ბი წონა, სიმ­სუქ­ნე ან მე­ტა­ბო­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი. ისი­ნი დაყ­ვეს ორ ჯგუ­ფად: ერთი მიჰ­ყვე­ბო­და ხმელ­თა­შუა ზღვის დი­ე­ტას, ამ­ცი­რებ­და კა­ლო­რი­ე­ბის მი­ღე­ბას 30%-ით და ზრდი­და ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბას, ხოლო მე­ო­რე მიჰ­ყვე­ბო­და ხმელ­თა­შუა ზღვის დი­ე­ტას კა­ლო­რი­ე­ბის შე­ზღუდ­ვი­სა და აქ­ტი­ვო­ბის ცვლი­ლე­ბის გა­რე­შე.

მეც­ნი­ე­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ცდის პირ­თა პირ­ველ­მა ჯგუფ­მა მი­აღ­წია მნიშ­ვნე­ლო­ვან შე­დე­გებს – ერთ წე­ლი­წად­ში მათ მო­ა­ხერ­ხეს სხე­უ­ლის მთლი­ა­ნი ცხი­მის მა­სის და­ახ­ლო­ე­ბით 5% გა­ნად­გუ­რე­ბას. სა­უ­ბა­რი იყო კონ­კრე­ტუ­ლად ვის­ცე­რა­ლურ ცხიმ­ზე, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში გროვ­დე­ბა მუც­ლის არე­ში და ფა­რავს სა­სი­ცო­ცხლო ორ­გა­ნო­ებს.

დი­ე­ტო­ლოგ­მა ილან მულშტე­ინ­მა, რო­მე­ლიც არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და ექ­სპე­რი­მენ­ტში, კო­ლე­გე­ბის წარ­მა­ტე­ბა­ზე ისა­უბ­რა.

“ადა­მი­ა­ნე­ბი ხში­რად რჩე­ვებს ექ­სპერ­ტე­ბის მიერ რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი კონ­კრე­ტუ­ლი დი­ე­ტის დაც­ვა­ზე თვით­ნე­ბუ­რად იღე­ბენ. შემ­დეგ მო­დის იმედ­გაც­რუ­ე­ბა, რომ ის არ მუ­შა­ობს და არ არის ეფექ­ტი­ა­ნი. მა­გა­ლი­თად, ხმელ­თა­შუა ზღვის დი­ე­ტის მე­ნიუ მო­ი­ცავს, თევ­ზის გარ­და, დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მწვა­ნი­ლის ჭა­მას და მე­ნი­უ­დან შაქ­რი­ა­ნი საკ­ვე­ბის ამო­ღე­ბას. მაგ­რამ ამე­რი­კე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა ივი­წყებს ამ რჩე­ვებს და თვით­ნე­ბუ­რად არ­ჩევს, რაც მოს­წონს”, – აღ­ნიშ­ნა დი­ე­ტო­ლოგ­მა.

“ყვე­ლა­ზე ჯან­მრთე­ლი ნა­წი­ლი ამ დი­ე­ტის არის ის, რა­საც ადა­მი­ა­ნე­ბი არ აქ­ცე­ვენ ყუ­რა­დღე­ბას – თქვენ უნდა იყოთ პირ­და­პირ შე­პყრო­ბი­ლი ბოსტნე­უ­ლი­თა და მწვა­ნი­ლით. ეს ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ჭი­რო ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით სავ­სე საკ­ვე­ბი და და­ბალ­კა­ლო­რი­უ­ლი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი არის ამ დი­ე­ტის სული და გული.

დი­ე­ტო­ლო­გის თქმით, ამ დი­ე­ტის “მშვე­ნი­ე­რი მე­ნიუ“ სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ადა­მი­ანს შექ­მნას სა­კუ­თა­რი რა­ცი­ო­ნი: ლო­ბი­ოს, სხვა პარ­კოს­ნე­ბის, ბოსტნე­უ­ლის, ჯან­სა­ღი ცხი­მე­ბის, თხი­ლის და თევ­ზის სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით.

მი­ულშტა­ინ­მა ასე­ვე გვირ­ჩია, რომ კვი­რა­ში ექ­ვსი დღე მი­ნი­მუმ 45 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ვარ­ჯი­შოთ, რათა დი­ე­ტა შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს ხმელ­თა­შუა ზღვა­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის “ბუ­ნებ­რი­ვად აქ­ტი­ურ ცხოვ­რე­ბის წესს“.

ბრი­ტა­ნე­ლი ექი­მის მა­იკლ მოს­ლის თქმით, დღის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო და­სა­წყი­სი, რო­მე­ლიც შე­გიძ­ლი­ათ თქვენს ნაწ­ლა­ვებს აჩუ­ქოთ ბოჭ­კო­ე­ბით მდი­და­რი სა­უზ­მეა. მა­გა­ლი­თად, შე­გიძ­ლი­ათ დღე ავო­კა­დოს სა­ლა­თით და­ი­წყოთ. წყა­რო

“ხმელ­თა­შუა ზღვის დი­ე­ტა” ზო­გა­დი ტერ­მი­ნია, რო­მე­ლიც ხმელ­თა­შუა ზღვის მო­სა­ზღვრე ქვეყ­ნე­ბის ტრა­დი­ცი­ულ კვე­ბით ჩვე­ვებს ეფუძ­ნე­ბა. არ არ­სე­ბობს ხმელ­თა­შუა ზღვის დი­ე­ტის მკაც­რად გან­სა­ზღვრუ­ლი სტან­დარ­ტი. ხმელ­თა­შუა ზღვას მი­ნი­მუმ 16 ქვე­ყა­ნა ესა­ზღვრე­ბა. კვე­ბი­თი სტი­ლე­ბი ამ ქვეყ­ნებ­ში და თი­თო­ე­უ­ლი ქვეყ­ნის რე­გი­ო­ნებ­შიც კი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია კულ­ტუ­რის, ეთ­ნი­კუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის, რე­ლი­გი­ის, ეკო­ნო­მი­კის, გე­ოგ­რა­ფი­ი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის წარ­მო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით არ­სე­ბუ­ლი გან­სხვა­ვე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ამას­თა­ნა­ვე, არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე სა­ერ­თო ფაქ­ტო­რიც.
ხმელ­თა­შუა ზღვის სტი­ლის დი­ე­ტა ტი­პუ­რად მო­ი­ცავს: დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ხილს, ბოსტნე­ულს, მარ­ცვლე­ულს, ლო­ბი­ოს, თხილ­სა და თეს­ლე­უ­ლებს; ზე­ი­თუ­ნის ზეთს, რო­გორც ცხი­მის ძი­რი­თად წყა­როს; რძის პრო­დუქ­ტებს, კვერ­ცხს, თევზსა და ფრინ­ვე­ლის ხორცს მცი­რე და სა­შუ­ა­ლო რა­ო­დე­ნო­ბით. თევ­ზი­სა და ფრინ­ვე­ლის ხორ­ცი ამ დი­ე­ტა­ში წი­თელ ხორ­ცზე ბევ­რად უფრო დიდი რა­ო­დე­ნო­ბი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. იგი ასე­ვე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია მი­ნი­მა­ლუ­რად და­მუ­შა­ვე­ბულ, მცე­ნა­რე­ულ საკ­ვებ­ზე. ღვი­ნის მოხ­მა­რე­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ, ჭა­მის დროს, შე­საძ­ლე­ბე­ლია მცი­რე დო­ზით.
ხმელ­თა­შუა ზღვის დი­ე­ტა აშშ -ს ახა­ლი ამ­ბე­ბი­სა და მსოფ­ლიო ან­გა­რი­შის სა­უ­კე­თე­სო დი­ე­ტე­ბის ყო­ველ­წლი­ურ რე­ი­ტინ­გში წლი­დან წლამ­დე ზედა დო­ნე­ებს იკა­ვებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • Tik-Tok გამოწვევას კიდევ ერთი სავარაუდო მსხვერპლი ჰყავს – გარდაცვლილია 12 წლის ბიჭი
  • “27 წლის მანძილზე, პირველად, დავითხოვეთ თანამშრომელთა დიდი ნაწილი”- რამაზ სამხარაძე
  • დასახელდა ზოდიაქოს 3 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge