Tuesday, July 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ბევრს უთქვამს, მე და ჩემმა მეუღლემ თქვენს ბარში გავიცანით ერთმანეთი და შევუღლდითო, ან ქმარმა “ჩაბაში” მთხოვა ხელიო, მანდ გვქონდა პაემნებიო…” – ასმათ ტყაბლაძე

October 24, 2023
“ბევრს უთქვამს, მე და ჩემმა მეუღლემ თქვენს ბარში გავიცანით ერთმანეთი და შევუღლდითო, ან ქმარმა “ჩაბაში” მთხოვა ხელიო, მანდ გვქონდა პაემნებიო…” – ასმათ ტყაბლაძე

“ჩაბას ბარი 25 ოქტომბერს 25 წლის ხდება. ვისაც გიყვართ და კარგად იხსენებთ იქ გატარებულ დროს, ყველას გეპატიჟებით” – წერს სოციალურ ქსელში ასმათ ტყაბლაძე.

მსახიობმა 25 წლის წინ, ქართულ-უნგრული “ჩაბას ჯაზ როკ კაფე”, ნახევრად უნგრელ ბიზნეს-პარტნიორთან ერთად გახსნა და უნგრული სამზარეულოთი ქალაქში დღესაც ერთადერთია.

უყვარს თავისი ბიზნესი და ეს კაფე მისი ყოველდღიურობაა…

არტისტი “პრაიმტაიმთან” ბარის ისტორიას იხსენებს.

ასმათ ტყაბლაძე: – “ჩაბა” თავიდანვე წარმატებული იყო. მომსვლელს შინაურული, თბილი გარემო და სამზარეულო იზიდავდა. გემოვნებიანი ცოცხალი შესრულებაც თავისას შვრებოდა და იზიდავდა ჩვენს კაფე-ბარში სტუმრებს. ვინ არ უკრავდა და მღეროდა ჩვენთან, ვინც კი იცით, მუსიკოსი, თითქმის ყველასთან გვითანამშრომლია.

მთელი ამ ხნის მანძილზე რა არ გამოვიარეთ, ღალატიც იყო, მაგრამ მე ისეთი ძლიერი ქალი ვარ, რომ ვერავინ წამაქცია. პირიქით, მომავალშიც ვეცდები სიახლე შევიტანო ბარში. დღემდე მოსწონთ და ყველა აღნიშნავს, რომ სასიამოვნო გარემოა და უხარიათ, რომ მეც შევდივარ სტუმრებთან კონტაქტში.

პანდემიის დროს გადავარჩინე. თანამშრომლები შევინარჩუნე, ვცდილობდი, არაფერი შეხებოდა… ბევრი ისევ დაკეტილი იყო, ჩვენ რომ გავიხსენით

ვცდილობთ კერძები იყოს საუკეთესოდ მომზადებული, როგორც ოჯახში. ვაკონტროლებ ხარისხს სამზარეულოშიც და ყველგან. გვაქვს ცეცხლოვანი ბლინი, რაც უყვართ, ხორცის ბურთულები – “ჩობუშები” გვაქვს, ლუდზე მისაყოლებელი ყველის კერძი. დიდი მოთხოვნაა გულიაშზე და უნგრულ ქათმის კოტლეტზე.

ჩვენს კაფე-ბართან ბევრს ტკბილი მოგონება აკავშირებს. ბევრის საყვარელი, თავშეყრის ადგილია. ჩემმა შვილმა და სიძემ ამ კაფეში გაიცნეს ერთმანეთი. ბევრს აქვს ნათქვამი ჩემთვის, მე და ჩემმა მეუღლემ თქვენს ბარში გავიცანით ერთმანეთი და შევუღლდითო, ან ხელი მთხოვა თქვენს ბარშიო, ან აქ გვქონდა პაემანიო… ეს სასიხარულოა ნამდვილად. ასე რომ, დიდი ისტორია აქვს ჩემს “ჩაბას”. სხვათა შორის, პეროვსკაიაზე სულ შვიდი ბარი იყო, მათ შორის, ერთ-ერთი გამორჩეული იყო “ჩაბა”. ბევრი ცნობილი ადამიანი დადიოდა, პოლიტიკოსი გინდა თუ ხელოვანები…

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • Tik-Tok გამოწვევას კიდევ ერთი სავარაუდო მსხვერპლი ჰყავს – გარდაცვლილია 12 წლის ბიჭი
  • “27 წლის მანძილზე, პირველად, დავითხოვეთ თანამშრომელთა დიდი ნაწილი”- რამაზ სამხარაძე
  • დასახელდა ზოდიაქოს 3 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge