გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს შეეზღუდება. ამის შესახებ განცხადებას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ოქტომბერს 05:00-იდან, 08:00 საათამდე ენერგომომარაგება მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ძალისი, ქსოვრისი, მუხრანი და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მომხმარებლებს შეუწყდებათ.
„11:00-იდან, 17:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში: წიწამური, საგურამო, ხოლო 12:00-იდან 14:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში: არაშენდა, შანკევანი, საგურამო, გალავანი, ბიწმენდი, სასახლკარე.
05:00-იდან, 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება მომხმარებლებს დუშეთში, სოფლებში: კაიშაურები, არაგვისპირი, ფასანაური, ბაზალეთი, ჩანადირთკარი, მლაშე, წითელსოფელი, ქვეშეთი, საკრამული და მიმდებარე სოფლებში.
05:00-იდან, 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს დაბა სტეფანწმინდაში, სოფლებში: არშა, სიონი, სნო, გუდაური, აჩხოტი და მიმდებარედ.
10:00-იდან 17:00 საათამდე, ძაბვა შეუწყდებათ მომხმარებლებს ზაჰესში, მეფუტკრეობის მიმდებარე ტერიტორიაზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეული რეჟიმით აღდგება“,- აღნიშნულია განცხადებაში.