საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2023 წლის იანვარ-სექტემბრის საერთაშორისო ვიზიტორთა მონაცემებს აქვეყნებს.
2023 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ყველაზე მეტი, 1 149 053 ვიზიტორი რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა. ვიზიტორთა რაოდენობით მეორე ქვეყანა თურქეთია (1 081 419 ვიზიტორი), ხოლო მესამე – სომხეთი (736 086).
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 47.3%-ით, თურქეთიდან 99%-ით, ხოლო სომხეთიდან 41.1%-ით არის გაზრდილი.
ამასთან, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში, პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 4.7%-ით არის შემცირებული, ხოლო სომხეთის შემთხვევაში – 25.9%-ით. რაც შეეხება თურქეთს, ვიზიტორების რაოდენობა პანდემიამდე პერიოდთან შედარებით 19.2%-ითაა გაზრდილი.
დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ვიზიტორი გერმანიიდან (54 322 ) და საფრანგეთიდან (18 771) შემოვიდა. წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, გერმანიიდან ვიზიტორთა რაოდენობა 40.9%-ით, ხოლო საფრანგეთიდან – 32.4%-ით არის გაზრდილი.
გარდა ამისა, პანდემიამდე არსებულ ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით, მიმდინარე წლის პირველ სამ კვარტალში გერმანიიდან საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 24.6%-ით, ხოლო ხოლო საფრანგეთის შემთხვევაში 16.9%-ითაა შემცირებული.
2023 წლის იანვარ-სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 43%-ით გაიზარდა, ხოლო პანდემიამდე პერიოდთან შედარებით 23.1%-ით შემცირდა.