პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, ნათია მეზვრიშვილი პრეზიდენტთან მიმართებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.
„ჩემი ქარიზმატულეე ❤️ გითხარით მძიმე ღამე ექნებათქო. აიწყვიტა…
პრეზიდენტს პროცენტებს უთვლის ოცნების ყველაზე ურეიტინგო, ბილბორდზეც რომ არავინ ჩაენაცვლება“, – წერს ის.
შეგახსენებთ კობახიძის განცხადებას: „სალომე ზურაბიშვილს არც ქარიზმა აქვს, არც მაინც და მაინც პოპულარობა,ერთადერთი, სადაც მას მხარდაჭერა აქვს, ეს არის „ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლის გარკვეული ნაწილი. იმის გამო, რომ ნული ქარიზმა აქვს სალომე ზურაბიშვილს, თქვენ გახსოვთ რამხელა პრობლემები გადაგვხდა ჩვენ საპრეზიდენტო არჩევნებში, ჯერ პირველ ტურში, მერე მეორე ტურში. ვიდრე ბილბორდებზე არ ჩაენაცვლნენ ოცნების ლიდერები სალომე ზურაბიშვილს, მანამდე ხალხს ხმა ვერ მივაცემინეთ“.