იტალიაში ქართველი ემიგრანტი ქალი გარდაიცვალა – ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნანა ჩარკვიანი ავრცელებს.
“კიდევ ერთმა ემიგრანტმა დახუჭა სამუდამოდ თვალი უცხო მიწაზე,კიდევ ერთი სამშობლოს მონატრებით დაღლილი გულის ფეთქვა შეწყდა
იტალიის ემიგრანტთა რიცხვს გამოაკლდა კიდევ ერთი ქართველი გალინა ხელაძე/ გეგეშიძე.
მაცაცოასე ვეძახდით მეგობრები,დიდი ნაღველის და დარდის მიუხედავად რომელსაც ოსტატურად მალავდა ღიმილის მიღმა,არასოდეს აგრძნობინებდა სხვებს, რამდენი პრობლემის წინაშე იდგა.
მის ყოფით პრობლემებს ბოლო წლებში დაემატა ჯანმრთელობის პრობლემაც
გულშიჩახვეულ დარდს უკვალოდ არ ჩაუვლია,მძიმე სენმა დაისაკუთრა მისი სხეული და გუშინ ნატანჯ- ნაწამები მისი სული ზეცაში აფრინდა.
ვენეტოს რეგიონის, კონელიანოს ემიგრანტების სახელით ოჯახს ვუსამძიმრებთ უდიდეს ტკივილს
მაცაცო კი, მუდამ დარჩება მისი ნაცნობ მეგობრების გულებში ისეთივე სევდიანი ღიმილით,თავისებური იუმორით,წრფელი გულით და ფაქიზი სულითროგორიც იყო სიცოცხლეში.
მშვიდად იძინე ჩვენო თბილო და სიკეთით სავსე გოგო
იქნებ სამშობლოს მიწამ დაგიამოს ნატანჯი სხეული,სული კი ,უფალს ებარებოდეს” – წერს ჩარკვიანი