ექიმი ოთო აბესაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
„აქვე პატარა, მაგრამ ძალიან გასაბრაზებელი ისტორია. მოკლედ, ვინც მიცნობს, კარგად იცის ჩემი დატვირთული გრაფიკი – კლინიკიდან კლინიკაში სირბილი და საშუალოდ 117-საათიანი სამუშაო კვირა. პანდემიიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სამსახურში სხვა ეკიპირებასთან ერთად, პირბადეც სულ მიკეთია. აქვე აღვნიშნავ, რომ რამდენიმე კვირის წინ მეც გადავიტანე Covid-19. ერთადერთი შანსი სუფთა ჰაერის ჩასუნთქვის, კვირაში 1-2 საღამოს მაქვს, როცა მორიგე ან მუშაობისგან ძალიან დაღლილი არ ვარ და ჩემს ცუგა ღუპისთან ერთად უბანში სკეიტით სასეირნოდ გავდივარ, ხოლმე.
დღეს 21:30სთ-ზე კეთილის მსურველმა პატრულის ეკიპაჟმა გამაჩერა, იმის იმედით, რომ მსუყე ჯარიმას გამომიწერდა. საშვის ქონა-არქონის საკითხის გარკვევა დაიწყო. ვინაიდან, როგორც ექიმი „პრივილეგირებული“ და საშვიანი ვარ, გადაწყვიტეს, პირბადის არქონის გამო დაჯარიმება. ხაზს ვუსვამ, ამ დრომდე ძალიან მშვიდად და მეგობრულად ვიქცეოდი. ვეცადე ამეხსნა, რომ ჯანმრთელობისთვის საზიანოა ვარჯიშისას პირბადის ტარება. მით უმეტეს, როცა ირგვლივ კაციშვილის ჭაჭანება არ არის. ამიხსნეს, რომ კანონი დავარღვიე და მაინც დავჯარიმდებოდი. ისევ ზრდილობიანად და ღიმილით ვეცადე ამეხსნა, რომ ლოგიკის ჩარჩოებს სცდებოდა კანონის მათი ინტერპრეტაცია. პასუხად ჭკუა დამარიგეს, რომ სხვებსაც მივუთითო პირბადის ტარებაზე. ვუთხარი, რომ როგორც ექიმი, სულელურ რეკომენდაციებს არ გავცემ და მისი შენიშვნა მედიცინის თვალსაზრისით დებილობაა. ამ ორი სიტყვის გაგონებაზე შეურაცხყოფის მიყენებისთვის ბორკილების დადებითა და დაკავებით დამემუქრა. რაზედაც ტაში დავუკარი და სიცილი ვერ შევიკავე. აღნიშნულზე პატრულ-ინსპექტორი გაბრაზდა და მომაძახა: ჰო, უკარი ტაში, შენ შეიძლება მედიცინაში მაგარი ხარ, მაგრამ მე ჯარიმების წერა მეხერხებაო.
მოკლედ, მადლობა გადავუხადე და დამშვიდობებას ვაპირებდი ისევ მომაძახა: არც ექიმად ივარგებო! ვკითხე, ეგ არაა შეურაცხყოფა-მეთქი? არა, მე ჩემს კოლეგას ვუზიარებდი საკუთარ აზრსო, მითხრა დამცინავად. ჰო, მეც ჩემ ძაღლს ვეკითხებოდი, პასუხი საჭირო არ იყო-მეთქი, ვუპასუხე, ქვითარი ჩავიჯიბე და ვარჯიში განვაგრძე.
P.s. ვინმე გამოცდილმა ამიხსენით, სად და როგორ უნდა გავასაჩივრო ?
P.p.s. მოდი და არ გეძინოს მშვიდად წესრიგს ისე იცავდე“