ქართველი მხატვრი და რეჟისორი გიორგი (გივი) კასრაძე 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ხელოვანის გარდაცვალების გამო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს უსამძიმრებს.
„გივი კასრაძემ ქართული მულტიპლიკაციის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეიტანა, იგი ქართული ანიმაციური ფილმებისთვის ხატავდა და ყველა ბავშვისათვის საყვარელი არაერთი ანიმაციური პერსონაჟი შექმნა. იყო რეჟისორი ანიმაციური ფილმის: „კომბლე“, ასევე დამდგმელი მხატვარი ანიმაციური ფილმის: „ნიკო და სიკო“, ფილმის: „ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“ და სხვა.
გივი კასრაძე იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი და საქართველოს დამსახურებული მხატვარი“, – აღნიშნულია განათლების სამინისტროს სამძიმრის წერილში.