ნატალია ჩხეიძე საზოგადოებამ პროექტ “მასტერშეფიდან” გაიცნო, ცნობილი კულინარი წლებია ოჯახურ ბიზნესს მართავს, თუმცა პანდემიამ მისი შემოსავლები საფრთხის ქვეშ დააყენა და სწორედ მიტომ ჩხეიძემ საკუთარი მანქანის გაყიდვა გადაწყვიტა.
რა პრობლემები შეექმნა მის ბიზნესს და რაში სდებს ბრალს სახელმწიფოს, ამის თაობაზე ნატალია ჩხეიძემ ჟურნალ “სარკეს” უამბო.
– სახელმწიფო ძალიან უსამართლოდ მომექცა. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი ეკრანზე ბრჭყვიალა და ხალისიანი გამოსვლებით მხედავს, ამის იქეთ მაქვს ჩემი ცხოვრება. უნიფორმების ფაბრიკა ჩვენი ოჯახური ბიზნესია და 1992 წლიდან გვაქვს.
იქიდან მოყოლებული არასოდეს ყოფილა ჩვენი ბიზნესი წამგებიანი. თავდაუზოგავად ვშრომობთ მთელი ოჯახი ამისთვის.
წინასაახალწლოდ კი, როცა პრემიერ-მინისტრი იხვეწებოდა, ოღონდ შემეშველეთ, თუ წარმოება გაქვთ, ხალხი უმუშევრად არ დატოვოთო, შენც ასე იქცევი და სახელმწიფოსგან პატივისცემას ელოდები ამის გამო, მაგრამ მოდიან გაყადაღებენ, 2011-2013 წლებში რომ რაღაც იყო და იმ საქმეზე სასამართლომ რომ გამამართლა.
ათეულობით მილიონი ლარი მაქვს ბიუჯეტში შეტანილი და რაღაც 19 ათასი ლარის გამო მოხდა ეს ამბავი, არ გაქვს აღიარებულიო! არადა თავის დროზე იმ საქმეში სასამართლომ გამამართლა და დებილი ვარ, რომ მეღიარებინა?!
დედაჩემი ონკოლოგიური ავადმყოფია და წამალი ხომ უნდა ვუყიდო, ჩემს თანამშრომლებს ხელფასი ხომ უნდა მივცე?! ყადაღა დამადეს და სანამ გაირკვევა, რამდენ ხანს გაგრძელდება, არც ვიცით.
პანდემია დაიწყო თუ არა, ლუგარში წავიღე ჩემი ქსოვილები, რომ გვერდით დავდგომოდი ქვეყანას და სამედიცინო ნაწარმი შემეკერა. არ გავაჩერე საწარმო, პრემიერი შეგვპირდა ათას რაღაცას და უცებ ყადაღა!
ჩაგვივარდა ეს სამედიცინო ნაწარმის ბაზარი, რადგან აღმოჩნდა, რომ ბიძინამ გახსნა ქარხანა და შემოიტანა დანადგარები, რომლებიც წუთში ათას ცალს პირბადეს ამზადებს.
თავში სჭირდება ერთი კახი, რომელიც ქსოვილებს ჩატენის და ბოლოში მეორე, რომელიც მიიღებს დამზადებულს. ფასი დავარდა.