საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი თინათინ ბერძენშვილი ჯულიეტა ვაშაყმაძის შვილის, გიორგი გაბუნიას მონოლოგის საპასუხოდ აცხადებს, რომ არხმა ვაშაყმაძეს სათანადო პატივი მიაგო.
„ვწუხვარ, რომ მიწევს დაწერა ამ ფორმით, ქალბატონი ჯულიეტას როლი და დამსახურება მართლაც უნიკალური და ისტორიულია, ის ლეგენდა იყო. პირველმა არხმა გარდაცვალების დღიდან მთელი კვირა მას არაერთი რეპორტაჟი, გადაცემა, თუ გახსენება მიუძღვნა. უამრავი თანამშრომელი იყო ყოფილი თუ ახლანდელიც ყვავილებით ან სულაც მათ გარეშე მასთან გამოსამშვიდობებლად. პატივის მიგება ის ვარსკვლავია, რომელიც მას სიცოცხლეშივე მთაწმინდაზე გავუხსენით და მემორიალი, რომელიც ახლაც დგას ტელევიზიის ფოიეში, რომელსაც მისი გარდაცვალების დღესაც ყვავილები ამშვენებდა. თუ ვინმე არის საქართველოს ტელევიზიის და არა მხოლოდ პირველი არხის ნამდვილი ვარსკვლავი, ეს ჯულიეტა ვაშაყმაძეა“, – წერს თინათინ ბერძენიშვილი.
ცნობისთვის, ტელეწამყვან ჯულიეტა ვაშაყმაძის შვილმა გიორგი გაბუნიამ, საკუთარი გადაცემის მონოლოგში განაცხადა, რომ დედის დასაფლავებაზე, მისთვის განკუთვნილი გვირგვინი, ტელევიზიას არ გაუგზავნია:
“იყო სხვადასხვა ადამიანისგან მოტანილი ძალიან ბევრი უსახელო ყვავილიც… მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა და რომლის სიმბოლოდაც ის იქცა. საქართველოს ტელევიზიის სახელით იქ არც არავინ მოსულა და არც არავის მოუსამძიმრებია”…- თქვა გიორგი გაბუნიამ “პოსტ ფაქტუმში”, მისი მონოლოგის დროს.