რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
მოემზადეთ საინტერესო და მოვლენებით დატვირთული დღისთვის – კონკურენტებთან გამკლავება და საკუთარი ინტერესების დაცვა მოგიწევთ. მკაფიოდ შედგენილი გეგმა დაგეხმარებათ, რომ ძვირფასი დრო რაციონალურად გამოიყენოთ. გათავისუფლდით პირქუში აზრებისგან და მოერიდეთ სიტუაციის დრამატიზებას.
კურო
გარშემო მყოფებთან ურთიერთობა და საერთო ენის პოვნა გიჭირთ. ეცადეთ, ეს მშვიდად მიიღოთ და ოპონენტებზე ზეწოლა არ მოახდინოთ. ამ დღეს მოვლენები იმდენად სწრაფად იცვლება, რომ მნიშვნელოვანი არაფერი უნდა დაგეგმოთ. ეცადეთ, საყვარელი ადამიანების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ – დღეს მათ თქვენი ზრუნვა და მხარდაჭერა სჭირდებათ.
ტყუპები
ამ დღეს ზედმეტმა გულახდილობამ და „გულწრფელმა საუბრებმა“ შეიძლება უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაგდოთ და შემთხვევით გამჟღავნებულმა თქვენთვის მნიშვნელოვანი ურთიერთობა გააფუჭოს. შესაძლოა, გარკვეული მსხვერპლის გაღება მოგიწიოთ, მაგრამ ჯერ უნდა დარწმუნდეთ, რომ ამის გაკეთება ნამდვილად ღირს.
კირჩხიბი
ახლობელი ადამიანების რჩევები ამ დღეს უფრო მეტ პრობლემას შეგიქმნით, ვიდრე სარგებელს მოგიტანთ. შესაძლოა, გეგმების შეცვლა და უჩვეულო სამუშაოს შესრულება მოგიწიოთ, ამიტომ მხოლოდ საკუთარ ინტუიციას და გამოცდილებას უნდა დაეყრდნოთ. საღამოს შეიძლება უწყინარი საუბარი ჩხუბში გადაიზარდოს და განწყობა გაგიფუჭოთ.
ლომი
ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ და იმაზე მეტის გაკეთება არ მოინდომოთ, ვიდრე შეგიძლიათ. გირჩევთ დაწყებული საქმე დროულად დაასრულოთ და დარჩენილი დრო მთლიანად დასვენებას და გართობას დაუთმოთ. ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, განსაკუთრებით უცნობ ადამიანებთან. ძველ მეგობართან შეხვედრა დამღლელი დღის საზრუნავს დაგავიწყებთ.
ქალწული
გარშემო მყოფებს თქვენი რჩევა და მხარდაჭერა სჭირდებათ და იმედი არ უნდა გაუცრუოთ. შესაძლოა, თქვენმა უჩვეულო იდეებმა მენეჯმენტის ყურადღება მიიქციონ. ბინის დასუფთავება სტრესის დაძლევასა და ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ. მოერიდეთ ხალხმრავალ შეხვედრებს – ეს შეიძლება საკმაოდ დამღლელი იყოს.
სასწორი
ფრთხილად იყავით – შესაძლოა, დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვით ან მოქმედებით ვიღაც ძალიან გაანაწყენოთ. პრობლემების თავიდან აცილება შეიძლება, თუ საკუთარ ქმედებებს ობიექტურად შეაფასებთ.
მორიელი
ამ დღეს არ აჩქარდეთ და ნებისმიერი საქმე მშვიდად და აუღელვებლად აკეთეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ძველი წარუმატებლობა სამუდამოდ დაივიწყოთ და მთელი ენერგია ახალი პროექტებისკენ მიმართოთ. პოტენციურ პარტნიორებთან და დამსაქმებლებთან შეხვედრები კარგად ჩაივლის.
მშვილდოსანი
აქტიური და მოვლენებით დატვირთული დღეა. ეცადეთ, ენერგია წვრილმანებზე არ დახარჯოთ და ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილოთ. დღეს ნებისმიერი გადაწყვეტილება სწრაფად და უყოყმანოდ უნდა მიიღოთ. ამ ნიშნის შეყვარებულ წარმომადგენლებს რომანტიკული სიურპრიზები ელით.
თხის რქა
კარგი დროა მომავლის დაგეგმვისა და ოჯახთან და მეგობრებთან საერთო საკითხების განხილვისთვის. შეიძლება კომპრომისების ძიება და კამათი მოგიწიოთ. ეცადეთ ფინანსურად მოგებიან ბიზნესს მეტი ყურადღება მიაქციოთ. დღის მეორე ნახევარში არ არის გამორიცხული საყვარელ ადამიანთან კამათი და ჩხუბი, თუმცა ძველი მეგობრის დახმარებით ყველა გაუგებრობას მალე დაძლევთ.
მერწყული
ენერგიით სავსე ხართ, ამიტომ რთული და საპასუხისმგებლო დავალების შესრულებას არ უნდა შეგეშინდეთ. ვიღაცას თქვენი რჩევა ძალიან სჭირდება და მხარდაჭერაზე უარს ნუ ეტყვით. უმჯობესია მოლაპარაკება სხვა დღისთვის გადადოთ – ამ დღეს კომპრომისის პოვნა გაგიჭირდებათ. საღამოს მოულოდნელი სიახლეებს მიიღებთ, მაგრამ დასკვნების გამოტანამდე ინფორმაცია უნდა გადაამოწმოთ.
თევზები
გჯეროდეთ თქვენი ძალების და წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ. პლანეტების განლაგება რთული საქმეების წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. ფრთხილად იყავით – ყველა ინფორმაციას არ ენდოთ და ნებისმიერი ფაქტი გადაამოწმეთ. პოზიტიური დამოკიდებულება და კარგი განწყობა საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ.