Saturday, July 5, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საინტერესო

“ამის გამო ჩვილები დაიღუპნენ” – რაზე აფრთხილებს ექიმი მშობლებს

January 14, 2021
“ამის გამო ჩვილები დაიღუპნენ” – რაზე აფრთხილებს ექიმი მშობლებს

რა ახასიათებს კბილების ამოჭრას, რომელი ასაკიდან უნდა მიაქციოთ ყურადღება, თუ ბავშვს კბილი არ ამოსდის და რატომ უნდა იყოთ ფრთხილად გამაყუჩებელ გელებთან, ბავშვთა სტომატოლოგი, პროფესორი სოფო სამხარაძე გადაცემაში “პირადი ექიმი” საუბრობს:

– კბილების ამოჭრის ნორმად ადრე 6 თვიდან ასაკი ითვლებოდა. ნამდვილად, ამ პერიოდში ბავშვი ჭირვეულობს იმიტომ, რომ კბილის ამოჭრის მომენტში ღრძილები ექავება.

შეიძლება 6-7 თვის ასაკში მყარ საკვებზე იყოს გადასული, მაგრამ მათზე უარი თქვას, ან პირიქით, გამოიყენოს,როგორც მოსაქავებელი საშუალება და უფრო მიეძალოს. ან კიდევ სრულიად უარი თქვას და თხევად ნაერთებზე გადავიდეს, რომელიც მისთვის მისაღებია.

გარკვეულწილად უხასიათობა ნამდვილად ახასიათებს, ასევე, მომატებულია ნერწყვდენა, რის გამოც, შეიძლება ქვედა ტუჩი და ლოყის გარკვეული უბნები გაღიზიანებული იყოს. 6 თვე სწორედ ის ასაკია, როდესაც დედისგან გამოყოლილი იმუნიტეტი თავის ძალას კარგავს და ბავშვმა საკუთარი უნდა გამოიმუშავოს. გარდა ამისა, რადგან ექავება, ბევრ ნივთს იდებს პირის ღრუში, რომლებიც შეიძლება არ იყოს მისთვის სასურველი.

თავად იწყებს მოძრაობას და შეიძლება დამოუკიდებლად მისწვდეს რაღაცას. აქიდან გამომდინარე, ეხება სხვადასხვა მიკროორგანიზმს. ტემპერატურის მატება, ფაღარათი შეიძლება გარკვეულ მიკროორგანიზმებთან შეხების პირველადი ნიშნები იყოს და მაინცდამაინც კბილის ამოსვლასთან არ იყოს დაკავშირებული. უბრალოდ, ბავშვის განითარების ეს ორი პერიოდი ერთმანეთსემთხვევა.

სამყაროს ერთი მხრივ, და მეორე მხრივ, ღრძილების მოქავებით შეიცნობს. კვლევებით არ დასტურდება, რომ შემთხვევების 100%-ში ტემპერატურა ან დიარეა კბილების ამოჭრითაა გამოწვეული, მაგრამ თანხვედრაშია ხოლმე ეს ორი პროცესი. თუ ტემპერატურა ძალიან მაღალია, ეს უკვე კბილების ამოჭრას აღარ უკავშირდება. ტემპერატურა წინა ან შემდეგ დღეს ამოჭრის მომენტში შეიძლება ოდნავ მომატებული იყოს, 38 გრადუსამდე, მაგრამ ეს ფებრილური ტემპერატურა არ არის.

ასევე, თუ გამონაყარი ან ლორწოვანის გაღიზიანებაა, ვრცელდება არა მხოლოდ ქვედა ტუჩსა და ლოყის მიდამოებში, არამედ მთლიან ტანზე, ფეხებზე ან ასე შემდეგ, ესეც უნდა ვივარაუდოთ, რომ კბილების ამოჭრის რეალობას გასცდა. აქიდან გამომდინარე, უკვე საყურადღებო ხდება. მაგრამ, ერთი-ორი დღე ჭირვეულობა, დაბალი ტემპერატურა და დიარეის ეპიზოდი თანხვედრაშია ამ პროცესთან და დიდად საყურადღებო ისე, რომ მშობელი პანიკაში ჩავარდეს, არ არის.

თუ ტემპერატურამ მოიმატა, ბავშვი უხასიათო, გაღიზიანებული გახდა ისე, რომ მშობელი ვერ ამშვიდებს, რა თქმა უნდა, პედიატრს უნდა მიმართონ სხვა კვლევების ჩასატარებლად და დიაგნოზის დასაზუსტებლად.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ჩემთვის ჩემი პროფესია, ჟურნალისტიკა, იყოფა ასე – 2021 წლის 5 ივლისამდე და მას შემდეგ“ – ქეთა ციცქიშვილი
  • „შესაძლოა, მძიმედ არის ავად ან უკვე გარდაიცვალა“ – რას წერს უცხოური მედია აიათოლა ალი ხამენეის შესახებ?
  • „დაიღუპა 24, ევაკუირებულია 237 ადამიანი…“ – წყალდიდობა ტეხასში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge