საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი — სოციალისტურ-ცენტრალიზებულად მართული მრავალეროვანი სახელმწიფო აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიაში, ჩრდილო და შუა აზიაში. საბჭოთა კავშირი 1922 წლის 30 დეკემბერს დაარსდა და 1991 წლის 26 დეკემბერს უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით დაიშალა.
საბჭოთა კავშირი ფორმალურად იყო მოკავშირე რესპუბლიკების ფედერალური კავშირი, ხოლო ფაქტობრივად – ცენტრალიზებულად (მოსკოვიდან) მართული.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ დიდი დრო არ გასულა, თუმცა ბევრს უკვე დაავიწყდა რეალურად რას წარმოადგენდა იგი. საბედნიეროდ, უკვე დიდი ხანია აღარც საბჭოთა კავშირის წევრი ვართ და აღარც მადონას სერვიზია ქართველი დიასახლისების საოცნებო ჭურჭელი.
საბჭოთა დროინდელი ნივთები დღემდე არ კარგავს პოპულარობას და საკმაოდ ძვირადაც ფასობს. კოლექციონერებს მათზე ნამდვილი ნადირობა აქვთ გამოცხადებული.
ძველი საბჭოური ჭურჭელი,რომელზეც დღეს კოლექციონერებში მოთხოვნაა:
ბროლი
ადრე ყელას არ შეეძლო ბროლის ნივთების შეძენა. ბროლის ჭურჭელი ოჯახისთვის ფუფუნების საგანი იყო. დღეს კი მათი თვალსაჩინოდ გამოფენა ცუდ ტონად ითვლება. მათ დიდ ნაწილს დღეს არავითარი ღირებულება არ გააჩნია, თუმცა, არის გამონაკლისები, მაგალითად: რევოლუციამდელი ეპოქის ბროლის ნაწარმის ფასი 400 ევრომდე მერყეობს.
საშობაო სათამაშოები
სსრკ-ს ეპოქის ნივთების მყიდველების კიდევ ერთი ძალიან სერიოზული ინტერესი არის საახალწლო სათამაშოები.
განსაკუთრებით მეოცე საუკუნის 50-იან წლებში დამზადებული საახალწლო სათამაშოები.
სამოვარი
ჩაის დასაყენებელი ხელსაწყო. საქართველოში ჩაის დამკვიდრების შემდგომ გავრცელდა სამოვრის გამოყენების კულტურა, რომელიც რუსეთიდან შემოვიდა. სამოვრის გამოყენებამ ფართოდ მოიკიდა ფეხი საქალაქო ყოფაში, განსაკუთრებით საზეიმო შეკრებებისა და საოჯახო დღესასწაულების დროს. XIX ს. „ჩაიზე დაპატიჟება“ ერთგვარ მოდურ გატაცებად იქცა, რამაც წინ წამოსწია სამოვრის მოხმარების კულტურა. საუკეთესო სამოვრები საქართველოში შემოდიოდა რუსეთის ქალაქ ტულიდან.
მადონას სერვიზი
მადონას სერვიზი ფაიფურის ჭურჭელია, რომელიც საბჭოთა კავშირში ყველა ოჯახისათვის საოცნებო ნივთი იყო. პიანინო, ბროლის ვაზა და მადონას სერვიზის ქონა დიდ პატივად ითვლებოდა.