“2 თვის განმავლობაში ბავშვი იყო გატაცებული, მას აუპატიურებდნენ და ბოლოს მოკლეს. ამას არ ჰქვია და არ ამართლებს არაფერი!..“ – ასე ეხმაურება უფლებადამცველი, ბაია პატარაია საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას.
მისი თქმით, არ არსებობს მსგავს პრეცედენტზე დასჯილიყოს სკოლის დირექტორი. მას ასევე კითხვები აქვს იმ სკოლის დირექტორთან, სადაც ბავშვი 2 თვე არ გამოჩენილა სკოლაში, რომელიც როგორც გაირკვა იძულებით ქორწინებაში იმყოფებოდა 28 წლის კაცთან.