ტვინისა და მხედველობის ნამდვილი მშველელი ხილსა და ბოსტნეულს შორის მოცვი ერთ-ერთი ჩემპიონია სასწაულმოქმედი თვისებებით და ადამიანის ჯანმრთელობაზე დადებითი ზემოქმედებით.
განსაკუთრებულად სასარგებლოა ეს კენკრა ტვინისთვის, მხედველობისთვის, კუჭნაწლავისთვის და ზოგადი ჯანმრთელობისთვის.
სამკურნალოდ მოცვის ნაყოფსა და ფოთლებს იყენებენ. რასაკვირველია, ყველაზე კარგია ცოცხალი მოცვის წვენი, ან ჩირი. მას ასეთი წესით აშრობენ: ქაღალდზე ან ნაჭერზე თხლად გაფენილ მარცვლებს ჰაერზე ოდნავ აჭკნობენ, შემდეგ კი ღუმელში 60-700ცელსიუს ტემპერატურაზე აშრობენ. კარგად გამომშრალი ნაყოფი შეხებისას ხელს არ უნდა სვრიდეს. სწორად გამომშრალი მოცვი რამდენიმე წლის განმავლობაში ინახება. ფოთლებს ყვავილობისას აგროვებენ და თხლად გაფენილს ჰაერზე აშრობენ.
მოცვი აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, ამახვილებს მხედველობას, აცხრობს რევმატიზმის, პოდაგრისა და სხვა პათოლოგიათა თანმხლებ ანთებით პროცესებს. მისი ნაყენი კარგია ანემიის დროს, აგრეთვე – თირკმელებიდან ქვიშის გამოსატანად. მოცვს გარეგანადაც იყენებენ, კერძოდ, ეგზემის, დამწვრობის, შეუხორცებელი ჭრილობებისა და ძნელად მოსაშუშებელი მუწუკების სამკურნალოდ. მოცვის ფოთლები უხვად შეიცავს გლიკოზიდებს (განსაკუთრებით – მირთილინისა და ნეომირთილინის, რომლებიც სისხლში შაქრის დონეს ამცირებს), ამიტომ მათი ნახარში დიაბეტის მკურნალობისას წარმატებით გამოიყენება.
მოცვის შემადგენლობაში შედის ადამიანის ორგანიზმის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ნივთიერებები: რძემჟავა, ლიმონმჟავა, მჟაუნმჟავა, ქინაქინმჟავა, ქარვამჟავა და ვაშლის მჟავა.
მდიდარია მიკრო და მაკროელემენტებით: მანგანუმით, კალიუმით, ფოსფორით, გოგირდით, სპილენძით, თუთიითა და ქრომით, А, С, РР და В ჯგუფის ვიტამინებით, ეთერზეთებითა და მთრიმლავი ნივთიერებებით. კენკრაში შემავალი რკინა ორგანიზმის მიერ სრულად აითვისება.
იმის გამო, რომ მოცვში ანტიოქსიდანტების დიდი რაოდენობა შედის, მისი გამოყენება ხელს უწყობს ღრმა სიბერემდე კარგი მეხსიერებისა და მახვილი მხედველობის შენარჩუნებას. ის ამკვრივებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ებრძვის მიოკარდიუმის ინფარქტს, თრომბოზებს, ნაადრევ სიბერეს, ინფექციურ დაავადებებს და ჭარბ წონას. ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო თვისებების გამო, მოცვი აუმჯობესებს გაციების დროს მდგომარეობას, ზედა სასუნთქი გზების ანთებით პროცესებს, ხსნის თავის ტკივილს.
რასაკვირველია, როგორც ყველა სხვა პროდუქტის შემთხვევაში, მოცვის მიღების დროსაც უნდა დავიცვათ გარკვეული წესები. მაგალითად, არ მივიღოთ 500 გრამზე მეტი, არ მივიღოთ ჟოლოსა და მარწყვთან ერთად, უნდა დავრწმუნდეთ, არის თუ არა მოკრეფილი ეკოლოგიურად სუფთა ზონებში. რადიოაქტიურად საშიშ ზონებში აღებული მოსავალი რადიაციით იქნება გაჯერებული, მოცვის გამოყენება უკუნაჩვენებია მათთვის, ვისაც ნაღველმდენი სისტემის პრობლემები, პანკრეატიტი, შარდკენჭოვანი სისტემის ან კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებები აწუხებს, დიდი რაოდენობით მოცვმა შესაძლოა, ყაბზობამდე მიგვიყვანოს.
მოცვის სასარგებლო თვისებებს შესანიშნავად იყენებენ ტრადიციულ მედიცინაშიც. ის შედის ანთების საწინააღმდეგო, კუჭნაწლავის მოქმედების მოსაწესრიგებელ და განსაკუთრებით – მხედველობის გასაუმჯობესებელ და თვალის დაავადებების საპროფილაქტიკო პრეპარატებში. ასეთია მაგალითად, ვიზიონეისი პლუს ომეგა 3 – კვლევებზე დაყრდნობით, ვიტაბიოტიკსის ექსპერტების მიერ შექმინილი თვალის ფორმულა, რომელიც შეიცავს 28 მიკრონუტრიენტს +28 ომეგა 3 კაფსულას. მთავარი ინგერდიენტი კი ამ პრეპარატში, რომელიც აუცილებელია მათთვის, ვისაც თვალები ეღლება ან თვალის დაავადებების რისკის ქვეშაა, სწორედ მოცვის ექტრაქტია.
წყარო: მშობლები