“ახლა მუშაობა ერთ როლზე დავასრულე. კინოში გადამიღეს, კანადელი რეჟისორია ჩამოსული და ფილმზე ამიყვანა. “ფორტუნა პლუსი“ ჰქვია სურათს. თავიდან თითქოს უარი ვთქვი, მაგრამ ახალგაზრდა რეჟისორმა დამარწმუნა – თქვენ უნდა იყოთო. ძალიან დარდიანი ადამიანის როლი ვითამაშე, რომელსაც თავის პატარა ბიზნესი აქვს,“ – გვეუბნება მსახიობი ვასიკო ბახტაძე, რომელსაც კინოსა თუ თეატრში არაერთი როლი აქვს შექმნილი. არაერთ პოპულარულ სერიალშიც უთამაშია…
მასობრივად ცნობილი კი კრიმინალური სერიალის “ცხელი ძაღლი“ შემდეგ გახდა, სადაც პოლიციელ რეზო ქათამაძის როლი შეასრულა.
ვასიკო ბახტაძე AMBEBI.GE-ს სტუმარია. ვსაუბრობთ კარიერაზე, ნათამაშევ როლზე, თეატრზე, კინოზე და ფოტოზე, რომელიც მას ავტობუსში მგზავრობისას ვიღაცამ უნებართვოდ გადაუღო…
– ცოტა ხნის წინ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ვიღაცამ ფოტო უნებართვოდ გადაგიღოთ, სოციალურ ქსელში ატვირთა და საოცარი წარწერა გაუკეთა. ამ ფაქტმა ადამიანებში თქვენ მიმართ თანაგრძნობა გააჩინა, რასაც კომენტარებით გამოხატავდნენ. როდესაც ნახეთ ფოტო, როგორი იყო თქვენი რეაქცია?
– როგორც ჩანს, ვიღაც ბავშვმა ჩუმად გადაიღო და სოციალურ ქსელში განათავსა. საოცარი კომენტარები მოჰყვა – “ასე არ უნდა ხდებოდეს, ქართული მსახიობი ავტობუსით არ უნდა მგზავრობდეს“ და რა არ წავიკითხე. თბილისში დავიბადე და გავიზარდე, ხან ავტობუსით მივდიოდი და მოვდიოდი, ხან ფეხით, ხან მანქანით, ხან ტაქსით… მაგრამ ახლა ისეთი საცობებია, ავტობუსის გარდა სხვანაირად ვერ გადაადგილდები. სწორად გამიგეთ, ავტობუსით მგზავრობა ამ დროს ბევრად ხელსაყრელია. გავოცდი, როცა ამაზე მთელი ამბავი ატყდა. “უი, გამათხოვრებულა”, უი, ასე, უი, ისე… რატომ ვარ გამათხოვრებული, ასე დავდივარ, ასე გადავადგილდები, ეს ჩემი ყოველდღიურობაა. იმ კომენტარებიდან გამომდინარე ვიტყვი, თუ ვინმემ იცის, როგორ უნდა ვიცხოვრო, მითხრას. შევეცდები ისე ვიყო… მაგრამ ისიც არის – ყველას ვერ გამოვეხმაურები, რა ვქნა… განაგრძეთ კითხვა