Monday, December 4, 2023
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“რა პასუხი მაქვს იმაზე რომ უმეტესი დაღუპული ადამიანი ჩვენი კოტეჯებიდანაა?” – მარიტა გუტაშვილი ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს

October 5, 2023
“რა პასუხი მაქვს იმაზე რომ უმეტესი დაღუპული ადამიანი ჩვენი კოტეჯებიდანაა?” – მარიტა გუტაშვილი ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს
Share on FacebookShare on Twitter

“რა პასუხი მაქვს იმაზე რომ უმეტესი დაღუპული ადამიანი ჩვენი კოტეჯებიდანაა?” – ამის შესახებ მა­რი­ტა გუ­ტაშ­ვილი წერს, რომელმაც შო­ვის ტრა­გე­დი­ი­სას ოჯა­ხის ცხრა წევ­რი და­კარ­გა.

“დღემდე კომენტარი არ გამიკეთებია და არც არავის კომენტარზე პასუხი არ გამიცია.
➡️პირველ რიგში, მადლობა სრულიად უცნობ ხალხს, ვინც გვერდში მიდგას, მამხნევებს და გულთან სწორად მიაქვს შოვის ამბავი .
➡️ასევე, მადლობა გადაცემა სთორი/Story -ს მთლიან ჯგუფს გამოხატული თანადგომისა და გამოვლენილი პროფესიონალიზმისთვის.
➡️და ბოლოს, მადლობა მათაც, ვისაც ვაღიზიანებ, მაგრამ მაინც მიყურებენ და ” ჩამჭრელ კითხვებს” მისვამენ. სწორ მიმართულებებს მაძლევთ, რაზე უნდა ვილაპარაკო)) მაშინ, როცა სიკვდილს თვალებში ვუყურებ , დამიჯერეთ არც ბოტების, არც ტროლების და არც “მწარე” კომენტარების არ მეშინია და არც გავურბივარ არავის. ყველა კითხვაზე გაგცემთ პასუხს, რაც გამომრჩება თავიდან იკითხეთ. მე ერთი ვარ, თქვენ ბევრნი.
⁉️ხშირად დასმული კითხვები, ჩემი პასუხებით:
1️⃣ რა უნდა ამ გოგოს , რას მოითხოვს?
— ჩემი მთელი ცხოვრების უდიდესი ნაწილი შოვში მაქვს გატარებული, ვიცი რა მოხდა,რატომ მოხდა. ვიცი სიმართლე და სანამ ეგ სიმართლე არ გაჟღერდება ბოლომდე ვიბრძოლებ. უნდა დაისაჯოს ნებისმიერი, ვინც დამნაშავეა ჩემი თუ სხვისი ოჯახების ამოწყვეტისა და ბევრი ოჯახის განადგურებისთვის.
2️⃣ რატომ ვზივარ ტელეეთერებთან და ვიკეთებ პიარს?
— პიარი და პოპულარობა რომ მინდოდეს, ამას დიდი ხნის წინ გავაკეთებდი და ოჯახის ამოწყვეტას არ დაველოდებოდი. ვდგავარ იმის გამო, რომ რაჭა მტკივა, განადგურდა, დაინგრა ის რაც რაჭისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. შოვთან ერთად გლოლაც მოკვდება, უწერაც, და ნელნელა ასე წამოყვება ონსა და ამბროლაურს. ყველა უნდა დავფიქრდეთ და გავიაზროთ რა მოხდა, ჩემი ოჯახის ტრაგედია თუ არ განაღვლებთ არც არავინ გთხოვთ რომ ინაღვლოთ, საქართველო გენგრევათ თავზე და ყველამ თქვენი ოჯახები იდარდეთ, როგორც მე ვიდგები ისე დადექით და დაიცავით ოჯახი. ადრეც ესე ვიდექი, ვდგავარ და ვიდგები. ყველგან მელოდეთ და ბოდიში რომ ასე ცუდ ემოციებს ავღძრავ თქვენში. ტელევიზიებში ჯდომა ჩემთვის არის ჯოჯოხეთი, რეალობამ ისეთ ჯოჯოხეთამდე მიმიყვანა, სულ გადაფარა ყველაფერი, ამიტომ დიდხანს მოგიწევთ ჩემი ყურება.
3️⃣. რატომ ავაშენეთ კოტეჯები თუ ვიცოდი რომ საშიში ზონა იყო ?
— კურორტი შოვის დაარსება ამბროლაურელმა ექიმმა შამშე ლეჟავამ 1913 წლიდან დაიწყო. პირველი სანატორიუმი 1925 წლიდან აშენდა, კოტეჯები 1929 წლიდან. თუ დავუჯერებთ არითმეტიკულ გამოთვლებს, კურორტი უკვე 110 წლისაა , კოტეჯები — 94 წლის. შეუძლებელია ჩემს ოჯახს შამშესგან და მაშინდელი მთავრობისგან აეღო ნებართვა კოტეჯების საშიშ ზონაში მშენებლობის, დღეს 2023 წელია.. პირიქით, ყოველ სეზონზე ავარიულ კოტეჯებს ვშლიდით, ვინც დადიოდა შოვში დამეთანხმება.
4️⃣. ვინ მუშაობდა ახალ კოტეჯებზე?
— ეგ მეც არ ვიცი, პირველად მესმის რომ ახალი კოტეჯის მშენებლობა კიდევ მიდიოდა სადმე.
შედარებით ახალი კაპიტალური შენობა რაც შოვის ჭიშკართან იდგა იყო რესტორანი, რომელიც ეკუთვნოდა მამაჩემს, საძირკველი ჩაეყარა რამოდენიმე წლის წინ , სანამ ღვარცოფული მოვლენები იჩენდა თავს შოვში. ყოველწლიურად საკუთარი ძალებით ვაკვირდებოდით ხომ არ იყო რაიმე საფრთხის შემცველი, ძველად იმავე ადგილას იყო რესტორანი სადაც მამაჩემის მამა, გიგა გუტაშვილი მუშაობდა მზარეულად. მის საპატივცემულოდ გვინდოდა გაგვეცოცხლებინა ისტორია, და დამერწმუნეთ რომ გვცოდნოდა ჩვენს ნაწვალებს ესე ერთი ხელის მოსმით დავკარგავდით , მთელი 10 წელი არ შევაკლავდით თავს მანდ მუშაობას. მამაჩემი და ჩემი ძმა თავისი ხელით არემონტებდნენ ინტერიერს.
ახალი, რაზეც მუშაობა იყო დაწყებული პატარა კომერციული ფართის მშენებლობა იყო ჭიშკრის მოპირდაპირედ. ალბათ, მაგას მოკრა ყური ბევრმა და პრობლემა აქვთ, რომ კოტეჯს ვაშენებდით.
ბოდიში , რომ ხალხი დავასაქმეთ და სამუშაო მივეცით)) მზიან ამინდში ვერ ვიფიქრებდით რომ მსგავსი მაშტაბების ტრაგედია დატრიალდებოდა.
5️⃣. რა პასუხი მაქვს იმაზე რომ უმეტესი დაღუპული ადამიანი ჩვენი კოტეჯებიდანაა?
— ვინ გითხრათ? საიდან გაიგეთ? მე პირადად ვიცი მაქსიმუმ 6-7 ადამიანი ჩემი კოტეჯიდან, ჩემი ოჯახის გარდა. გადახედეთ გამოძიებას? მაშინ როცა დაზარალებულებსაც კი არ აქვთ უფლება გაეცნონ მიმდინარე გამოძიებას? ხელს შეუშლითო. ტურისტულ ზონაში ფოტოების გადასაღებად, საქეიფოდ, გასართობად ამოსული ხალხი , თუ ფიქრობთ რომ ჩემთან ისვენებდნენ, ძალიან ცდებით. კურორტ შოვში სულ 3 სასტუმროა, კოტეჯები , რომელიც წაიღო, სასტუმრო “რაჭა” და სასტუმრო ” სანსეტ შოვი ” . მათი დამსვენებელიც ხშირად გადმოდიოდა კოტეჯების ტერიტორიაზე სასეირნოდ. ხალხი უწერიდან იყო ამოსული, სასტუმრო “მანინოდან”, რატომ იმათ არ სთხოვთ პასუხს, რატომ გაუშვეს თავიანთი დამსვენებელი საშიშ ზონაში?
“ბატონ” კალაძეს რატომ არ ვეკითხებით, რატომ უშვებდა ხოლმე თავის უფროს ვაჟს დაცვასთან ერთად ჩემს სასადილოში სნიკერსის საყიდლად , საშიშ ზონაში იყო ბავშვი, მასაც შვილის სიკვდილი უნდოდა?
შეგიძლიათ გადასცეთ, რომ გადარჩენილი ბონი სწორედ ის ლეკვია, რომელსაც 2 წლის წინ ლევანი ეფერებოდა სასადილოს წინ. ემახსოვრება, ჭკვიანი გოგო მყავს ❤️
➡️და ბოლოს, რომ მცოდნოდა რა საფრთხის ქვეშაც იყო შოვი, მხოლოდ ჩემს ოჯახს არ გამოვიყვანდი იქედან, ჩემი ოჯახი გამოიყვანდა ჯერ სხვას, დამსვენებელს , და თუ დრო დაგვრჩებოდა, მხოლოდ მას შემდეგ ვიფიქრებდით საკუთარ თავებზე. ასე მოხდა 2020 წელსაც , სხვები გადავარჩინეთ… ყველაფერს მოგიყვებით ეტაპობრივად.
💭 ” ჩამჭრელ კითხვებს” ველოდები” – წერს გუტაშვილი.

ასევე წაიკითხე

🎥 ხვიჩა კვარაცხელიას და სპალეტის ემოციური შეხვედრა სერია A-ს დაჯილდოებაზე – უახლესი კადრები

ხვიჩა კვარაცხელია სეზონის საუკეთესო გოლის ავტორად დასახელდა

სხვა ამბები

🎥 ხვიჩა კვარაცხელიას და სპალეტის ემოციური შეხვედრა სერია A-ს დაჯილდოებაზე – უახლესი კადრები
საზოგადოება

🎥 ხვიჩა კვარაცხელიას და სპალეტის ემოციური შეხვედრა სერია A-ს დაჯილდოებაზე – უახლესი კადრები

December 4, 2023
ხვიჩა კვარაცხელია სეზონის საუკეთესო გოლის ავტორად დასახელდა
საზოგადოება

ხვიჩა კვარაცხელია სეზონის საუკეთესო გოლის ავტორად დასახელდა

December 4, 2023
რომელი დღეებია თებერვალში ყველაზე სარისკო და საბედისწერო
საზოგადოება

“5 დეკემბრიდან იწყება! ამ კვირაში, ორი მნიშვნელოვანი მოვლენა გვაქვს” – მიხეილ ცაგარელი

December 4, 2023
1-ლი იანვრიდან, მომხმარებელთა ნაწილისთვის ბუნებრივი აირი გაძვირდება
საზოგადოება

1-ლი იანვრიდან, მომხმარებელთა ნაწილისთვის ბუნებრივი აირი გაძვირდება

December 4, 2023
🎥ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე წითელ ხალიჩაზე ბრწყინავენ – წყვილის ახალი კადრები დაჯილდოებიდან
საზოგადოება

🎥ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე წითელ ხალიჩაზე ბრწყინავენ – წყვილის ახალი კადრები დაჯილდოებიდან

December 4, 2023
ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი – “ნაპოლის” ვარსკვლავური შემტევი დუეტი ერთ მაგიდასთან
საზოგადოება

ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი – “ნაპოლის” ვარსკვლავური შემტევი დუეტი ერთ მაგიდასთან

December 4, 2023
Next Post
“რატომ ავაშენეთ კოტეჯები თუ ვიცოდი, რომ საშიში ზონა იყო? – მარიტა გუტაშვილის პასუხი

"რატომ ავაშენეთ კოტეჯები თუ ვიცოდი, რომ საშიში ზონა იყო? - მარიტა გუტაშვილის პასუხი

ახლახანს მხატვარ-კერამიკოსი, მეთუნე გოჩა კახობერაშვილი გარდაიცვალა

ახლახანს მხატვარ-კერამიკოსი, მეთუნე გოჩა კახობერაშვილი გარდაიცვალა

პოპულარული

„ძალიან ვამაყობ შენით, ჩემო სიცოცხლე“ – ვისზე წერს სოფო ნიჟარაძე

ვინ არის მამაკაცი, ვისთან ერთადაც სოფო ნიჟარაძე ყაზბეგში ატარებს დროს

July 10, 2023
საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

July 6, 2023
“გასკდა ამბავი” – რა კადრებს ავრცელებს ია ფარულავა

“გასკდა ამბავი” – რა კადრებს ავრცელებს ია ფარულავა

July 15, 2023
„ლელას დავშორდი, აღარ დამირეკოთ“ – კახი მამულაშვილი

„ლელას დავშორდი, აღარ დამირეკოთ“ – კახი მამულაშვილი

August 31, 2023
ტემპერატურა +39 გრადუსამდე მოიმატებს – 27 ივლისის ამინდის პროგნოზი

ტემპერატურა 21 გრადუსამდე დაიწევს – ნახეთ, როდის აგრილდება საქართველოში

August 16, 2023

MIX

გასართობ შემეცნებითი პორტალი Mix.Metronome.Ge

Follow us

ბოლო ამბები

  • 🎥 ხვიჩა კვარაცხელიას და სპალეტის ემოციური შეხვედრა სერია A-ს დაჯილდოებაზე – უახლესი კადრები
  • ხვიჩა კვარაცხელია სეზონის საუკეთესო გოლის ავტორად დასახელდა
  • “5 დეკემბრიდან იწყება! ამ კვირაში, ორი მნიშვნელოვანი მოვლენა გვაქვს” – მიხეილ ცაგარელი
  • 1-ლი იანვრიდან, მომხმარებელთა ნაწილისთვის ბუნებრივი აირი გაძვირდება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო

© 2023 Mix.Metronome.Ge