აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს პროფესორის, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის, აჭარის უმაღლესი საბჭოს 2004-2008, 2008-2012 წლების მოწვევის თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის მე-5 და მე-8 მოწვევის წევრის – მიხეილ მახარაძის გარდაცვალების გამო.
მიხეილ მახარაძეს, დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის და სამეცნიერო, პუბლიცისტური მოღვაწეობისთვის, სხვადასხვა დროს, მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, საქართველოს ეროვნული პრემია, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი, შალვა ნუცუბიძის სახელობის პრემია, ღირსების ორდენი, საქართველოს სახელმწიფო პრემია.
არის არაერთი წიგნის, მონოგრაფიის, პუბლიცისტური და სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
დიდია მისი წვლილი, როგორც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საქმეში, ასევე ქართული ფილოსოფიის სკოლის გაძლიერებასა და მომავალი თაობის აღზრდაში”