Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სკოლა რომ დავასრულე, იმ წელსვე ჩავაბარე და გავთხოვდი. მალე პატარა ბავშვს პატარა შვილი მყავდა…” – ნატო ებანოიძის რეალური ცხოვრება

October 5, 2023
“სკოლა რომ დავასრულე, იმ წელსვე ჩავაბარე და გავთხოვდი. მალე პატარა ბავშვს პატარა შვილი მყავდა…” – ნატო ებანოიძის რეალური ცხოვრება

„როგორც მსახიობი ნატო ებანოიძე ამბობს, ეს მისი გულახდილი ინტერვიუა. როგორ შექმნა საკუთარი პერსონაჟი სერიალში “სიყვარულს მიღმა”, რა არის მისი სავიზიტო ბარათი, როგორი ადამიანები აკვირვებენ, რა ესმის ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე, რის გამო იღებს საყვედურებს და როდის უწევს ტყუილის თქმა? – ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

– დაბადების თარიღი…

– …1972 წლის 17 თებერვალი.

– ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი…
– …ადრეულ ბავშვობაში მსურდა ბიბლიოთეკაში მემუშავა, მერე ექიმობა მინდოდა, ბოლოს კი მსახიობის პროფესიამ დამაინტერესა. ექიმობა ძალიან მომწონდა, მაგრამ სხვა რომ ზიანდებოდა, ამის მეშინოდა; აი, საკუთარ თავზე პროცედურებს მარტივად ვიტარებდი. მაგალითად, ხელი თუ გამეკაწრებოდა, ნაიარევს თავად ვუვლიდი, მაგრამ მალევე მივხვდი, ჩემგან ექიმი არ გამოვიდოდა.

– მსახიობის პროფესიამ რა ასაკში დაგაინტერესათ?

– ზუსტი ასაკი არ მახსოვს. სულ რომელიღაც პერსონაჟს ვთამაშობდი, სულ ვმღეროდი და ვცეკვავდი, თუმცა არც ცეკვაზე და არც სიმღერაზე არავის ვუტარებივარ, მუსიკალური ათწლედი კი დავამთავრე ფორტეპიანოს განხრით. ძალიან კარგი, ლაღი ბავშვობა მქონდა, შემდეგ კი რთული 90-იანების პერიოდი დაიწყო.

– სიყვარული ეს…

– …არის, როცა მიწიდან ოდნავ აწეული ხარ, ნაბიჯებს ადგამ, მაგრამ არა მიწაზე, ოდნავ ზემოთ; ცოტათი შეკუმშული ხარ, ცოტათი მეტად იპრანჭები, თვალები გიჟუჟუნებს, ადამიანები უფრო მეტად გიყვარს, ვიდრე გიყვარდა და გარშემო ყველაფერი მოგწონს.

– პირველად რომ შემიყვარდა…

– …16 წლის ვიყავი, მაგრამ ჯერ კიდევ დაჭერობანას ვთამაშობდი (იცინის). შემიყვარდა ბიჭი, რომელიც შემდეგ ჩემი მეუღლე გახდა. სკოლა რომ დავასრულე, იმ წელსვე ჩავაბარე და გავთხოვდი. მალე პატარა ბავშვს პატარა შვილი მყავდა. დღეს იმ პერიოდის ფოტოებს რომ ვუყურებ, ამას უფრო მძაფრად აღვიქვამ. ამ ასაკში ოჯახის შექმნა ნაადრევია. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ხელს მიწყობდნენ, სტუდენტობის წლებში მაინც ბევრ რამეს დავაკლდი.

– გარკვეული პერიოდის შემდეგ მეუღლეს დაშორდით, ამის მერე სიყვარული კიდევ მოვიდა?

– 11 წლის იყო ჩემი შვილი, მეუღლეს რომ დავშორდი, შემდეგ ოჯახი მეორედ შევქმენი, მაგრამ ურთიერთობა ვერ ავაწყვეთ. ჩვენ სულ ვმეგობრობდით, მაგრამ თანაცხოვრება არ გამოგვივიდა. მეგობრობასა და თანაცხოვრებას შორის დიდი განსხვავებაა. განაგრძეთ კითხვა“.

წყარო: mshoblebi.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი
  • საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
  • „თუ ვინმეს შეუძლია „დიფ სთეითი“ მაჩვენოს, მე ძალიან მაინტერესებს მისი ნახვა“ – გერმანიის ელჩი საქართველოში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge