დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე საიმედო პროგნოზზე საუბრობს და ამბობს, რომ პირველად მოხდა, როდესაც დადებითობის მაჩვენებელი 10%-ზე დაბლა ჩამოვიდა.
„ერთი საიმედო და კარგი ნიშანი ის არის, რომ პირველად ამ ბოლო თვეების მანძილზე 8%-ზე ჩამოვიდა. 19 ათასზე მეტი ტესტი გაკეთდა, იქიდან რაც დადებითი იყო არის 8%-ი. პირველად მოხდა, რომ გატესტილებიდან ჩვენ 10%-ზე დაბლა ჩამოვედით.
ეს არის საიმედო მაჩვენებელი, მაგრამ თავისთავად როდესაც ავადობა 1 600-ია, ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ 100-200 შემთხვევიდან მალევე ავედით 5 ათასამდე. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 1618 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 26 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 403.