კომში, ბია — მრავალწლოვანი მცენარის გვარი ვარდყვავილოვანთა ოჯახისა. არსებობს 1 სახეობა — ჩვეულებრივი კომში. კომში ტანდაბალი ხე ან ბუჩქია, რომლის სიმაღლე 1,5-5 მ აღწევს. ნაყოფი ყვითელია, მსხლისებრი ან ვაშლისებრი ფორმა აქვს, შებუსული ან შეუბუსავია. რბილობი მოთეთროა, მორკბო-მომჟავო ან მჟავე, არომატული.
კომშის 80 პროცენტზე მეტი წყალია. 100 გრამი შეიცავს დაახლოებით 7.3 გ ნახშირწყალს, 5.8 გ ბოჭკოს, 0.5 გ ცხიმს და 0,4 გ ცილას, ენერგეტიკული ღირებულება კი 40 კილოკალორიაა.
კომშის შემადგენლობაში შედის C, E, B1, B6 ვიტამინები, კალიუმი, მაგნიუმი და სპილენძი.
100 გრამ კომშში დაახლოებით 15 მგ C ვიტამინია – რეკომენდებული სადღეღამისო ოდენობის 15 პროცენტი. ის, როგორც იცით, ძლიერი ანტიოქსიდანტია, იმუნურ სისტემას აძლიერებს და პროფილაქტიკას უწევს ათეროსკლეროზს და კიბოს.
კომში, გარდა C ვიტამინისა, ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე სხვა ნივთიერებებსაც შეიცავს. ის მდიდარია ფლავონოიდებით, რომლებიც უჯრედებს სხვადასხვა დაავადების გამომწვევი თავისუფალი რადიკალებისგან იცავს. მაგალითად, კვერცეტინით, რომელსაც მკვლევრები ფლავონოიდების მეფეს უწოდებენ.
კომში შველის დეპრესიას, ეხმარება ორგანიზმს ანთების, კუჭის, თირკმლების დაავადებების დროს.
ეს სურნელოვანი ნაყოფი აძლიერებს ორგანიზმის დამცავ ძალებს, აღადგენს ღვიძლის მუშაობას, კურნავს ანემიას.