Saturday, May 10, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“თბილისობის” გამო ქუჩებზე გადაადგილება იზღუდება – ნახეთ მოძრაობის მარშრუტები

September 30, 2023
დღეს „თბილისობაა”

„თბილისობის“ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გამო, გარკვეულ ქუჩებზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდა, – ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

„თბილისობა 2023“-თან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების გამო, 28 სექტემბრის 23:00 საათიდან 3 ოქტომბრის 08:00 საათამდე, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.

კერძოდ, დროის აღნიშნულ მონაკვეთში, სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას ვერ შეძლებენ მშრალი ხიდიდან გრიგოლ ორბელიანის მოედნის მიმართულებით. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ვირსალაძის ქუჩისკენ მიმავალი ავტომობილები იმოძრავებენ ათონელის ქუჩამდე, შემდეგ კი მარჯვნივ მოხვევით, ჭანტურიას ქუჩას დაუკავშირდებიან.

სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შეიზღუდება აბანოს ქუჩიდან გრიშაშვილის ქუჩის მიმართულებითაც, გრიშაშვილის ქუჩაზე მოხვედრა კი შესაძლებელი იქნება ფირდოუსისა და ისფაჰანლის ქუჩების საშუალებით.

ამასთან, 29 სექტემბრის 12:00 საათიდან პირველი ოქტომბრის 00:00 საათამდე, მოძრაობა აიკრძალება ხეთაგუროვის ქუჩაზე, N6-დან N40-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, რის გამოც, ტრანსპორტი გადაადგილდება მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N320, N323 ავტობუსები და N536 მიკროავტობუსი, ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, ზაარბრიუკენის მოედნიდან ტოლსტოის ქუჩისკენ გადაადგილდებიან, შემდეგ კი ხეთაგუროვისა და ბარათაშვილის ხიდის გავლით, ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან.

უკუმიმართულებისას, აღნიშნული ავტობუსები და მიკროავტობუსი ბარათაშვილის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებენ ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით, დაუკავშირდებიან მტკვრის მარცხენა სანაპიროს, რის შემდეგაც, N323 ხეთაგუროვის ქუჩაზე გადაინაცვლებს და მგზავრებს დადგენილი სქემით მოემსახურება, ხოლო N320 და N536 ზაარბრიუკენის მოედნიდან უკვე არსებული მარშრუტით იხელმძღვანელებენ”, – ნათქვამია განცხადებაში

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ღრუბლიანობა, წვიმა, ელჭექი – როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?
  • რა ეღირება დოლარი და ევრო დღეს – ვალუტის კურსი
  • საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge