Wednesday, October 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ეროვნული ბანკის განცხადებით, ციფრული ლარი საპილოტე პროექტია და ამ ეტაპზე მისი საყოველთაო შემოღება არ იგეგმება

October 21, 2026
ეროვნული ბანკის განცხადებით, ციფრული ლარი საპილოტე პროექტია და ამ ეტაპზე მისი საყოველთაო შემოღება არ იგეგმება

ეროვნული ბანკის განცხადებით, ციფრული ლარი საპილოტე პროექტია და ამ ეტაპზე მისი საყოველთაო შემოღება არ იგეგმება.

როგორც ეროვნული ბანკი განმარტავს, ციფრული ლარის საპილოტე პროექტი მიზნად ისახავს ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობების შესწავლას, გამოცდასა და იმის შეფასებას, თუ რა პრაქტიკული სარგებელი შეიძლება შექმნას ციფრულმა ვალუტამ მოქალაქეებისა და ბიზნესებისთვის, რაც მომავალში ხელს შეუწყობს საქართველოს საფინანსო სისტემის ინოვაციურ განვითარებას და ტექნოლოგიური ცვლილებებისთვის მომზადებას.

„საქართველოს პარლამენტმა გასულ კვირას ახალი საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა, რომელიც რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავს. მათ შორის ერთ-ერთი ცვლილებით იქმნება სამართლებრივი საფუძველი, რომლის მიხედვით, ეროვნულ ბანკს ევროკავშირის წევრი და მსოფლიოს სხვა წამყვანი ქვეყნების მსგავსად, ციფრული ლარის მიმართულებით სხვადასხვა საპილოტე პროექტის განხორციელების შესაძლებლობა ექნება.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები ციფრული ლარის გამოშვების სამართლებრივ საფუძველს ქმნის, უახლოეს წლებში ეროვნული ბანკი არ გეგმავს ციფრული ლარის სრულმასშტაბიან გამოშვებას, რაც ხაზგასმულია კიდეც „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს ორგანული კანონის განმარტებით ბარათში.

ამავე კანონით, ერთმნიშვნელოვნად არის განსაზღვრული და ნარჩუნდება ლარის ნაღდი ფორმით გამოშვება.

ციფრული ლარის საპილოტე პროექტი მიზნად ისახავს ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობების შესწავლას, გამოცდასა და იმის შეფასებას, თუ რა პრაქტიკული სარგებელი შეიძლება შექმნას ციფრულმა ვალუტამ მოქალაქეებისა და ბიზნესებისთვის, რაც მომავალში ხელს შეუწყობს საქართველოს საფინანსო სისტემის ინოვაციურ განვითარებასა და ტექნოლოგიური ცვლილებებისთვის მომზადებას. დღეს-დღეობით, ციფრული ვალუტა ფინანსური ტრანზაქციების ჩვეული ნაწილი გახდა. საქართველოს მოსახლეობისა და ფინანსური ბაზრის მონაწილეებისთვის უკვე კარგად ნაცნობია ისეთი ციფრული ვალუტები, როგორიცაა, USDT, USDC და სხვა. ამასთან, ყველა მათგანი უცხოურ ვალუტაზე მიბმულ, კერძო პირის მიერ გამოშვებულ ციფრულ აქტივს წარმოადგენს, რაც როგორც საბირჟო ვაჭრობისას, ისე ტრანსსასაზღვრო გადარიცხვების დროს ფართოდ გამოიყენება. ეროვნული ბანკების მიერ გამოშვებული ციფრული ვალუტა კი მხარდაჭერილია ცენტრალური ბანკის მიერ და შესაბამისად, სანდოობის უმაღლესი ხარისხი გააჩნია.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნები ციფრული ვალუტების განვითარების სხვადასხვა მოდელს ირჩევენ. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები კერძო ციფრული ვალუტების (სტაბილქოინების) განვითარებაზეა ორიენტირებული. ევროკავშირი კი კერძო ციფრული ვალუტების პარალელურად, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის განვითარებას და დომინირებას უჭერს მხარს. სწორედ ამ უკანასკნელ მიდგომას იზიარებს საქართველოს ეროვნული ბანკიც.

ამასთან, ეროვნული ბანკი, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, კერძო სექტორის მიერ გამოშვებულ ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებულ საქმიანობას არეგულირებს. მათ შორის, მნიშვნელოვანია სტაბილქოინების გამოშვებისა და უზრუნველყოფის ჩარჩო, რომელიც ფინანსური ინოვაციების უსაფრთხო განვითარებასა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას ემსახურება”, – აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ენმ საკონსტიტუციოში სააკაშვილის მიყვანას ითხოვს: “საინტერესოა, რა კითხვას დაუსვამს მასს თენგიზ შარმანაშვილი”
  • ეროვნული ბანკის განცხადებით, ციფრული ლარი საპილოტე პროექტია და ამ ეტაპზე მისი საყოველთაო შემოღება არ იგეგმება
  • რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge