ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის მიერ ყოფილი მეუღლის შესახებ გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება:
“როგორც სანდრა რულოვსის სტატუსით მივხვდი, ის და მიშა, ოფიციალურად განქორწინდნენ. შესაბამისად, მიშას სტატუსი ძალიან გასაგებია. მადლიერებაც და სანდრას პატივისცემის საჯარო დადასტურებაც” – წერს ჟორჟოლიანი
შეგახსენებთ, რომ მიხეილ საკაშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში შემდეგი პოსტი განათავსა:
“სანდრა არის ყველზე კეთილშობილი და გონიერი ადამიანი, რომელთანაც შეხვედრის უდიდესი ბედნიერება მხვდა წილად. ძალიან ბევრ რამეს, რასაც მივაღწიე მას უნდა ვუმადლოდე.
ჩვენ გავზარდეთ ორი ერთმანეთზე უკეთესი, საქართველოს პატრიოტი შვილი. სანდრა რჩება ჩემი ცხოვრების მთავარ სიყვარულად, ვინაიდან ეს იყო ძალიან დიდი სიყვარულის ისტორია და ჩემი პიროვნების უმნიშვნელოვანეს ნაწილად.
ძალიან განვიცდი ყველა იმ მომენტს, როცა მას გული ვატკინე. მომავალში ყველაფერს გავაკეთებ, რათა მას, ედუარდს და ნიკოლოზს გვერდით დავუდგე” – წერს სააკაშვილი