გიორგი გოგიჩაიშვილის მეუღლე, ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში მეუღლესთან, გიორგი გოგიჩაიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და წერს:
“35, 35 წლის წინ თითქოს არაფრით გამორჩეული ერთი ჩვეულებრივი, მშვიდი , მხიარული საღამო იყო…იმავე საღამოს სულ რამდენიმე წუთშივე აღმოჩნდა რომ ყველაფერი -არაფერი ყოფილა …და თურმე ყველა/ფერი საუკეთესო იმ დღიდან დაიწყო. დიდი ტკივილის მიუხედავად, ახლაც სახეზე ბედნიერების ღიმილი მითამაშებს,წინ ლამაზად გაფერადებულ ფერად ფერად ნახატებად ვხედავ ჩვენს ერთად გავლილ წლებს! ამ 35 -დან ცალკე ერთი ცხოვრება ვიცხოვრეთ ის ორ წელიწადზე მეტი როცა ბრძოლაში შევედით, როცა ერთმანეთს უსიტყვებოდ უფრო მეტს ვეუბნებოდით ვიდრე ოდესმე. ეს დრო ყველაზე მეტი იყო , ჩვენს თავგადასავალში -როცა სიჩუმეში ვამბობდით ყველაფერს, როცა უთქმელად გამოვხატავდით ერთმანეთისადმი მადლიერებას!!!მე უდიდესი მეგობარი ,საოცარი ადამიანი მყავდა … მე სიკეთის ჯავშანი დავკარგე შენით… მაგრამ მაინც ერთად ვართ, იმდენი დამიტოვე რომ სულ ჩვენვართ”