Tuesday, November 28, 2023
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რომელ საკვებს უნდა მოვარიდოთ ალერგიული ბავშვი

September 28, 2023
რომელ საკვებს უნდა მოვარიდოთ ალერგიული ბავშვი
Share on FacebookShare on Twitter

ალერგიული რეაქცია შესაძლოა ნებისმიერმა პროდუქტმა გამოიწვიოს.
ადამიანის ორგანიზმი ტოლერანტულია კვებითი ალერგენების მიმართ, მაგრამ თუ ტოლერანტობა დაირღვა, იმუნური სისტემა საკვების ცილას უცხო ნივთიერებად აღიქვამს და პროდუქტთან ბრძოლას იწყებს.

საკვებისმიერი ალერგიული რეაქციები შესაძლოა განპირობებული იყოს მისი კომპონენტების ტოქსიკური ზემოქმედებით. ასეთი კომპონენტებია, მაგალითად, ჰისტამინი, რომელსაც შეიცავს ზოგიერთი სახეობის თევზი, კოფეინი და თეობრომინი, რომლებიც მატონიზებელი სასმელების შემადგენლობაში შედის.

ასევე წაიკითხე

🎥 როგორ ახასიათებს ლაშა ტალახაძე ხვიჩა კვარაცხელიას

“გაძნელდება ცხოვრება ხვალ…” – რა ვიდეოს აქვეყნებს გია სურამელაშვილი

ყველაზე ხშირად ალერგიულ რეაქციებს ვხვდებით ძროხის რძეზე, კვერცხზე, თევზზე, არაქისზე, თხილზე, სოიაზე, მარცვლოვნებზე, ზღვის პროდუქტებზე.

ალერგიული რეაქცია შესაძლოა ხილსა და ბოსტნეულზეც განვითარდეს, თუმცა მათი კლინიკური გამოვლენა ნაკლებად მწვავეა. ბოსტნეულის შემადგენლობაში შემავალი ალერგენების უმეტესობა თერმული დამუშავებისას იშლება, ამის კვალობაზე, მოხარშული ბოსტნეული ნაკლებალერგენულია. თუმცა, ძროხის რძის ცილა გამძლეა მაღალი ტემპერატურის მიმართ და თერმული დამუშავების შემდეგაც მაღალ ალერგიულ აქტივობას ინარჩუნებს. ბავშვთა ასაკში ძროხის რძე ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ალერგენია. ისიც გასათვალისწინებელია, რომ თუ ბავშვი ალერგიულია ძროხის რძის მიმართ, სხვა ცხოველების რძის მიმართაც ალერგიული იქნება

მძაფრ ალერგიულ რეაქციებს იწვევს მოლუსკები და კიბოსნაირები. შესაძლოა, ანაფილაქსურ შოკამდეც კი მივიდეს საქმე.
ალერგიულ რეაქციებს იწვევს საკვების არომატიზატორები, საღებავები და კონსერვანტები. ამ ჯგუფში ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს ყვითელი საღებავი – ტარტრაზინი. კონსერვანტებიდან და არომატიზატორებიდან ყველაზე აქტუალურია ნატრიუმის გლუტამატი, ნიტრიტები, ნიტრატები, სულფიტები.

კანის მხრივ უმთავრესად მოსალოდნელია სხვადასხვა ტიპის გამონაყარი, ქავილი, შეშუპება, კანის სიმშრალე, სასუნთქი სისტემის მხრივ – ალერგიული რინოსინუსიტი, ბრონქოსპაზმი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანება ღებინებით, დიარეით ან შეკრულობით ვლინდება. არც ანაფილაქსიური შოკია გამორიცხული.

კვებითი ალერგიის დროს დაავადების პირველი სიმპტომები ხშირად სიცოცხლის პირველსავე თვეებში იჩენს თავს. ამას ხელს უწყობს სხვადასხვა ფაქტორი. მემკვიდრეობითი განწყობის გარდა, განსაზღვრულ როლს ასრულებს ახალშობილთა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციური თავისებურებებიც: ამ ასაკში ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია დაცვის არასპეციფიკური ფაქტორები, მოუმწიფებელია ფერმენტული სისტემა, ლორწოვანი გარსების მაღალი გამავლობის გამო ალერგენები თავისუფლად ხვდება სისხლში. ალერგია ხშირად ვითარდება სასუნთქი და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ხშირი ინფექციების ფონზეც.

კვებითმა ალერგიამ დროთა განმავლობაში შესაძლოა სახე იცვალოს, შემსუბუქდეს. ძროხის რძეზე ალერგია დიდხანს არ გასტანს, 2-4 წლისთვის უმეტესად გაივლის. მოწიფულობამდე კვებითი ალერგია პაციენტთა მხოლოდ 1-2%-ს მიჰყვება. თუმცა, თუ ალერგიამ სამი წლის შემდეგ იჩინა თავი, სპონტანური განკურნების შანსი ნაკლებია.

შესაძლოა ალერგენების ცვლილებაც, ალერგიული რეაქციის გამოვლენა იმ პროდუქტების მიმართ, რომლებიც წინათ კონკრეტული პაციენტისთვის ალერგენული არ იყო. იმავდროულად, პროდუქტები, რომლებიც ალერგიას იწვევდა, უვნებელი ხდება. ალერგიული სინჯები ზოგჯერ მას შემდეგაც კი დადებითია, რაც კვებითი ალერგია კლინიკურად აღარ ვლინდება.

ხშირად ალერგიის ადრეული გამოვლენა განპირობებულია დამატებითი კვების ნაადრევი დაწყებით, რადგან ადაპტირებული ნარევების უმრავლესობა ძროხის რძეზეა დამზადებული, ამიტომ, სასურველია, ბუნებრივი კვება ერთ წლამდე გაგრძელდეს. ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვები კვებითი ალერგიის განვითარების რისკ-ჯგუფში შედიან.

ანამნეზის სწორად შეკრებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუმცა არსებობს დიაგნოსტიკის სხვა მეთოდებიც, მათ შორის კანის ალერგიული სინჯები. არსებობს იმუნოლოგიური მეთოდიც, რომელიც ემყარება სისხლში მოცირკულირე სპეციფიკური IgE-ს განსაზღვრას, მაგრამ ეს მეთოდი კანის სინჯებზე ნაკლებმგრძნობიარეა და უმეტესად მაშინ იყენებენ, როდესაც კანის ტესტების ჩატარება შეუძლებელია.

ალერგიული ბავშვს ექვს თვემდე არ უნდა მივცეთ დამატებითი საკვები. უმჯობესია დამატებითი კვება დაიწყოს ერთკომპონენტიანი პროდუქტებით და რაციონში თანდათან, მზარდი ულუფებით ჩართოთ. ყოველი ახალი პროდუქტის დამატებისას სასურველია ორკვირიანი ინტერვალი. არსებობს პროფილაქტიკური ჰიპოალერგენული (HA) ნარევებიც, რომლებიც, სასურველია, ხელოვნურ კვებაზე მყოფ იმ ბავშვებს მივცეთ, რომელთა ახლო ნათესავებსაც (მშობლებს, და-ძმას) კვებითი ალერგია აღენიშნებათ.

თუ ბავშვს ძროხის რძეზე აქვს ალერგია, ალტერნატივად მიიჩნევა სოიის რძე, თუმცა ისიც არანაკლებ ალერგენულია, ჩვილების 50%-ს შესაძლოა მასზეც განუვითარდეს ალერგიული რეაქცია. თუ ბავშვი ალერგიულა, წლამდე არ არის სასურველი მის რაციონში პოტენციურად ალერგიის გამომწვევი პროდუქტების ჩართვა.

მედიკამენტურ მკურნალობას უმეტესად დაავადების მწვავე მიმდინარეობისას მიმართავენ. გამოიყენება ანტიჰისტამინური პრეპარატები. საკვებით გამოწვეული ატოპიური დერმატიტის დროს მიმართავენ კანის მოვლის სპეციალურ საშუალებებს, სტეროიდულ და არასტეროიდულ მალამოებს.

წყარო:მკურნალი

სხვა ამბები

🎥 როგორ ახასიათებს ლაშა ტალახაძე ხვიჩა კვარაცხელიას
საზოგადოება

🎥 როგორ ახასიათებს ლაშა ტალახაძე ხვიჩა კვარაცხელიას

November 28, 2023
🎥 რა არის სიყვარული გია სურამელაშვილისთვის – მომღერლის ემოციური ვიდეო
საზოგადოება

“გაძნელდება ცხოვრება ხვალ…” – რა ვიდეოს აქვეყნებს გია სურამელაშვილი

November 28, 2023
📷„ჩემი შემქმნელები“ – ნატალია ყიფშიძე ზურაბ ყიფშიძის ვარსკვლავის გახსნის საღამოდან ფოტოებს აქვეყნებს
საზოგადოება

📷„ჩემი შემქმნელები“ – ნატალია ყიფშიძე ზურაბ ყიფშიძის ვარსკვლავის გახსნის საღამოდან ფოტოებს აქვეყნებს

November 28, 2023
“მელია დარდს ხომ არ გადაყვა?” – რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი
საზოგადოება

“მელია დარდს ხომ არ გადაყვა?” – რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

November 28, 2023
📷 „მიჭირს მიწაზე დგომა“ – მძიმე ოპერაციის შემდეგ, კოსტა სანიკიძე საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა
საზოგადოება

📷 „მიჭირს მიწაზე დგომა“ – მძიმე ოპერაციის შემდეგ, კოსტა სანიკიძე საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა

November 28, 2023
“ჩვენი მოცეკვავე იყო…” – ანსამბლი ,,ჭყონდიდი” სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
საზოგადოება

დმანისის მუნიციპალიტეტის მერია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

November 28, 2023
Next Post
ფინიკისა და იოგურტის ტკბილი დიეტა, რომელიც კვირაში 5-7 კილოგრამს დაგაკლებინებთ

ფინიკისა და იოგურტის ტკბილი დიეტა, რომელიც კვირაში 5-7 კილოგრამს დაგაკლებინებთ

“მე როგორც მივხვდი, მიშას ქალები შეეგუენ იმას, რომ “ერთადერთის” სტატუსს ვეღარ დაისაკუთრებენ” – მერაბ მეტრეველი

"მე როგორც მივხვდი, მიშას ქალები შეეგუენ იმას, რომ "ერთადერთის" სტატუსს ვეღარ დაისაკუთრებენ" - მერაბ მეტრეველი

პოპულარული

„ძალიან ვამაყობ შენით, ჩემო სიცოცხლე“ – ვისზე წერს სოფო ნიჟარაძე

ვინ არის მამაკაცი, ვისთან ერთადაც სოფო ნიჟარაძე ყაზბეგში ატარებს დროს

July 10, 2023
საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

July 6, 2023
“გასკდა ამბავი” – რა კადრებს ავრცელებს ია ფარულავა

“გასკდა ამბავი” – რა კადრებს ავრცელებს ია ფარულავა

July 15, 2023
„ლელას დავშორდი, აღარ დამირეკოთ“ – კახი მამულაშვილი

„ლელას დავშორდი, აღარ დამირეკოთ“ – კახი მამულაშვილი

August 31, 2023
ტემპერატურა +39 გრადუსამდე მოიმატებს – 27 ივლისის ამინდის პროგნოზი

ტემპერატურა 21 გრადუსამდე დაიწევს – ნახეთ, როდის აგრილდება საქართველოში

August 16, 2023

MIX

გასართობ შემეცნებითი პორტალი Mix.Metronome.Ge

Follow us

ბოლო ამბები

  • 🎥 როგორ ახასიათებს ლაშა ტალახაძე ხვიჩა კვარაცხელიას
  • “გაძნელდება ცხოვრება ხვალ…” – რა ვიდეოს აქვეყნებს გია სურამელაშვილი
  • 📷„ჩემი შემქმნელები“ – ნატალია ყიფშიძე ზურაბ ყიფშიძის ვარსკვლავის გახსნის საღამოდან ფოტოებს აქვეყნებს
  • “მელია დარდს ხომ არ გადაყვა?” – რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო

© 2023 Mix.Metronome.Ge