გაეროს დამოუკიდებელმა ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ მორიგი ფეისბუქმიმართვა გაავრცელა, სადაც საზოგადოებას უახლესი კვლევის შედეგებს აცნობს და ჩვენს ყურადღებას პოსტკოვიდ სიმპტომებზე ამახვილებს:
„ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი კვლევების მონაცემები ვნახე. შედეგების მიხედვით, კოვიდგატანილთა დაახლოებით, 25% რჩება დეპრესიული და აწუხებს უძილობა. თითქოს ყველაფერი კარგად არის, მაგრამ ძილის პრობლემა რჩებათ. მე არ ვამბობ, რომ ყველა ასეა, მაგრამ 100-დან 25 კარგად ვერ იძინებს.
ძილი ჯანმრთელობისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, დღეში 8 საათი უნდა დაიძინოთ. როცა ნაკლები დროის განმავლობაში გძინავთ, იმუნური სისტემა ეცემა, თქვენ არ ხართ ძლიერები, საქმეს ვერ აკეთებთ… როცა უძილობა გაქვთ, ეს მთლიანად თქვენზე აისახება. დეპრესიის მარტო დაძლევა – მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარეშე, ძალიან რთულია.“, – ამბობს ის