ნინო რამიშვილი – ძალიან ძლიერი, დამუხტული, ენერგიული ქალი იყო. ღრმა სიბერეშიც კი ისეთი ელეგანტური იყო, თვალს ვერ მოსწყვეტდი.
ნინო სუხიშვილი და მისი ძმა, უმცროსი ილიკო სუხიშვილი ანსამბლ “სუხიშვილებს” უძღვებიან.
ნინო სუხიშვილი გულწრფელად აღიარებს, რომ და-ძმას საკუთარი პასუხისმგებლობა გათავისებული აქვს, რისთვისაც თავდაუზოგავი შრომა და ზღვა ენერგიაა საჭირო. მათ ისიც ესმით, რომ სხვაგვარად წარმატების მიღწევა შეუძლებელია. ამიტომაც საკუთარ თავებს “არანორმალურებსაც” უწოდებენ.
“არასდროს დაუძალებიათ, უნდა იცეკვო, გააგრძელო ჩვენი საქმეო… თვლიდნენ, რომ ეს ჩვენ უნდა გვდომებოდა და ჩვენში ამის მონაცემი დაენახათ. ბევრს ჰგონია, რომ მე და ილიკომ ეს საქმე ლანგრით მივიღეთ. ჩვენ მართლა ძალიან ბევრი ვიშრომეთ და ამის მტკიცება, პირველ რიგში, მშობლებისთვის გვიწევდა და მერე დანარჩენი ქვეყნისთვის, რომ ჩვენ ეს შეგვეძლო”.
ამჯერად უმცროსი ნინო ბებიასთან, ნინო რამიშვილთან ერთად გადაღებულ იშვიათ კადრებს აქვეყნებს: