Monday, December 22, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ასასვლელის ნაწილი დანგრეული სასაფლაოს ქვებითაა მოპირკეთებული” – უცნობი ფაქტები თბილისის ცირკის შესახებ

September 27, 2023
“ასასვლელის ნაწილი დანგრეული სასაფლაოს ქვებითაა მოპირკეთებული” – უცნობი ფაქტები თბილისის ცირკის შესახებ

მრგვა­ლი შე­ნო­ბა, ამ­ფი­თე­ატ­რის სა­ხის დარ­ბა­ზი, რომ­ლის შუ­ა­ში არე­ნაა, სა­დაც იმარ­თე­ბა სა­გან­გე­ბო წარ­მოდ­გე­ნე­ბი – ჯამ­ბა­ზო­ბა, ას­პა­რე­ზო­ბა, კლო­უ­ნა­და, გაწ­ვრთნი­ლი ცხო­ვე­ლე­ბის ჩვე­ნე­ბა და სხვაგ­ვა­რი სა­ნა­ხა­ო­ბა, – ასე­თი გახ­ლავთ სი­ტყვა ცირ­კის გან­მარ­ტე­ბა. ეს და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად პა­ტა­რებს ახა­ლი­სებთ. თბი­ლი­სის ცირკს დიდი ხნის ის­ტო­რია აქვს და შე­სა­ბა­მი­სად, იმ შე­ნო­ბა­საც, სა­დაც ბავ­შვე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო და მხი­ა­რუ­ლი წარ­მოდ­გე­ნე­ბი იმარ­თე­ბა.

თბი­ლი­სის ცირ­კი XX სა­უ­კუ­ნის 1940-იან წლებ­ში აშენ­და. იქ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი სა­ცირ­კო შემ­სრუ­ლე­ბე­ლი გა­მო­სუ­ლა.

არ­სე­ბობს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ჯერ კი­დევ XIX სა­უ­კუ­ნის 90-იან წლებ­ში ძმებ­მა ნი­კი­ტი­ნებ­მა გო­ლო­ვი­ნის პროს­პექ­ტზე (ახ­ლან­დე­ლი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი) ცირ­კის შე­ნო­ბა აა­შე­ნეს, რო­მე­ლიც XX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში დამ­წვა­რა. 1914 წელს კი ესი­კოვ­სკიმ ახ­ლან­დე­ლი ღვი­ნის ქარ­ხნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე (ელ­ბა­ქი­ძის აღ­მარ­თი) ცირ­კის მე­ო­რე შე­ნო­ბა აა­შე­ნა. 30-იანი წლე­ბის ბო­ლოს კი თბი­ლი­სის ორი­ვე ცირ­კი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­ხელ­მწი­ფო ცირ­კე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და იმა­ვე წლებ­ში ახა­ლი კა­პი­ტა­ლუ­რი ცირ­კის მშე­ნებ­ლო­ბა და­ი­წყო, რო­მე­ლიც 1939 წლის ბო­ლოს დას­რულ­და.

XX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში თბი­ლის­ში სამი ცირ­კი მუ­შა­ობ­და: ნი­კი­ტი­ნე­ბის, ესი­კოვ­სკე­ბი­სა და ეფი­მო­ვე­ბის.

1908 წელს ცირ­კი ბა­თუმ­შიც გა­იხ­სნა, გაჩ­ნდნენ სა­ქარ­თვე­ლოს ცირ­კის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი მოღ­ვა­წე­ე­ბიც და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პე­რი­ოდ­ში სა­ცირ­კო სა­ნა­ხა­ო­ბე­ბი რე­ვო­ლუ­ცი­ურ-სა­ა­გი­ტა­ციო ხა­სი­ათ­საც ატა­რებ­და.

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

რო­გორც ის­ტო­რია მოგ­ვი­თხრობს, ცირ­კის შე­ნო­ბის პრო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბი არი­ან: ნეპ­რინ­ცე­ვი, ურუ­შა­ძე, სა­გუ­ნე­ცი. იმ დრო­ი­სათ­ვის თბი­ლი­სის ცირ­კი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბით, აღ­ჭურ­ვი­ლო­ბი­თა და ტექ­ნი­კით, მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სოდ მი­იჩ­ნე­ო­და.

აღ­ნიშ­ნულ­მა შე­ნო­ბამ სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა 1940 წელს და­ი­წყო. გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ცირ­კის დი­რექ­ტო­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი და ვე­ლო­სი­პე­დის­ტი ლადო კავ­სა­ძე გახ­ლდათ. 1969 წელს თბი­ლის­ში სა­ესტრა­დო და სა­ცირ­კო ხე­ლოვ­ნე­ბის სას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­სნა. მის სცე­ნა­ზე აღი­ზარ­დნენ და გა­მო­დი­ოდ­ნენ მსოფ­ლიო დო­ნის ცნო­ბი­ლი სა­ცირ­კო ვარ­სკვლა­ვე­ბი, დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი და სა­ხალ­ხო არ­ტის­ტე­ბი.

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი 2016 წელს სწორედ ამ თემაზე საუბრობდა:

– რაც შე­მიძ­ლია თბი­ლი­სის ცირ­კის შე­სა­ხებ ვთქვა, ის გახ­ლავთ, რომ იგი ბე­რი­ამ, თუ არ ვცდე­ბი, 1935 წელს აა­შე­ნა. ცირ­კის ასას­ვლე­ლის ქვე­და ნა­წი­ლი სულ საფ­ლა­ვის ქვე­ბით არის მო­პირ­კე­თე­ბუ­ლი. დიახ, თუ იმ კე­დელს მი­ვუ­ახ­ლოვ­დე­ბით, ამა­ში მა­შინ­ვე დავ­რწმუნ­დე­ბით, რომ მარ­თლაც ასეა, რად­გა­ნაც ნათ­ლად ეტყო­ბა ჯვრე­ბი და წარ­წე­რე­ბი…

– კერ­ძოდ, რო­მე­ლი სა­საფ­ლა­ოს ქვე­ბია?

– ზუს­ტად უც­ნო­ბია, მაგ­რამ შეგ­ვიძ­ლია, ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ბე­რი­ამ და­ან­გრია ვე­რის სა­საფ­ლაო, ხო­ჯე­ვან­ქის სომ­ხუ­რი, სო­ლო­ლა­კის კა­თო­ლი­კუ­რი და გორ­კის ძეგლ­თან არ­სე­ბუ­ლი ლუ­თე­რა­ნუ­ლი სა­საფ­ლა­ო­ე­ბი. ამა­თი მიქ­სი უნდა იყოს.

სა­ნამ ცირ­კი იქ აშენ­დე­ბო­და, სა­დაც დღეს არის, ადრე ელ­ბა­ქი­ძის აღ­მარ­თზე, ღვი­ნის ქარ­ხნის ად­გი­ლას იყო (ანუ სა­ნამ ბე­რია მის­თვის ახა­ლი შე­ნო­ბის აგე­ბას გა­და­წყვეტ­და). მას იტა­ლი­ე­ლი ძმე­ბის “ტან­ტე­ბის ცირკს” უწო­დებ­დნენ. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ტი­ცი­ან ტა­ბი­ძის ლექსშიც კია შე­მორ­ჩე­ნი­ლი: “კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლი,/ სან­დრო ახ­მე­ტე­ლი,/ შალ­ვა და­დი­ა­ნი/ და უშან­გი ჩხე­ი­ძე,/ ზიან “ტან­ტე­ბის ცირ­კში” -/ კულა გლ­და­ნე­ლის იუ­ბი­ლე­ზე./ ვინ მის­ცათ ყა­რა­ჩო­ღე­ლებს ამ­დე­ნი ტემ­პე­რა­მენ­ტი?/ სა­წყა­ლი გლ­და­ნე­ლი დგას/ გა­კოტ­რე­ბულ სოვ­და­გა­რი­ვით/”.

ადრე ცირ­კში ძი­რი­თა­დად ჭი­და­ო­ბა იმარ­თე­ბო­და…

სა­ერ­თოდ კი სა­ნამ ცირ­კი იქ აშენ­დე­ბო­და, სა­დაც ახ­ლაა, მაგ ად­გილს ყა­ზარ­მე­ბის გორა ერ­ქვა, რად­გა­ნაც ყა­ზარ­მე­ბი იყო აგე­ბუ­ლი. იქი­დან 3 შე­ნო­ბა კი­დევ არის შე­მორ­ჩე­ნი­ლი. მერე ბე­რი­ამ ჩე­ლუს­კი­ნე­ლე­ბის ხი­დის (თა­მარ მე­ფის ხი­დის) მშე­ნებ­ლო­ბის გამო ეგ მთა გაჭ­რა (რომ წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, ცირკსა და 11-სარ­თუ­ლი­ან შე­ნო­ბას შო­რის მთა გა­იჭ­რა). მოკ­ლედ, რო­გორც გი­თხა­რით, დღეს ცირ­კის უკან კი­დევ არის შე­მორ­ჩე­ნი­ლი ერთი იმ­დრო­ინ­დე­ლი ყა­ზარ­მა და ორიც აკა­დემ­ქა­ლაქ­ში, – ერ­თში ადრე “რა­დიო აუ­დი­ენ­ცია” იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი, მე­ო­რე­ში – სა­ბავ­შვო ბა­ღია. აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ნო­ბე­ბი ძვე­ლი რუ­სუ­ლი იმ­პე­რი­უ­ლი ყა­ზარ­მის ნი­მუ­შია, სქე­ლი და გამ­ძლე აგუ­რის კედ­ლე­ბი აქვს.

ცირკს რომ და­ვუბ­რუნ­დეთ, საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში და­ი­წყო მისი სა­ცირ­კო სა­ნა­ხა­ო­ბე­ბით დატ­ვირ­თვა, ანუ იქ მხო­ლოდ ჭი­და­ო­ბა აღარ იმარ­თე­ბო­და…

ცნო­ბი­ლია ასე­ვე ისიც, რომ რუ­სე­თის ცირ­კის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტი – ოლეგ პო­პო­ვი მოს­კოვ­ში კრი­ტი­კუ­ლი გა­მოს­ვლე­ბის­თვის კი­ნა­ღამ და­ი­ჭი­რეს და თბი­ლისს შე­ა­ფა­რა თავი, რა­ღაც პე­რი­ო­დი ჩვენს ცირ­კში გა­მო­დი­ო­და. მისი მო­გო­ნე­ბე­ბი მაქვს წა­კი­თხუ­ლი, სა­დაც ამის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს და ასე­ვე ამ­ბობს იმა­საც, რომ ქარ­თვე­ლე­ბი მაგ­რე­ბი, უშიშ­რე­ბი არი­ან, გა­გა­ნია სტა­ლი­ნის დრო­საც კი არ ეში­ნო­და­თო…”

 

წყარო: ambebi.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ
  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს
  • ბათუმში 2007 წელს დაბადებული პირის დანით დაჭრის ფაქტზე ბრალდებული დააკავეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge