Saturday, July 12, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კორონავირუსი

“არ გვინდა მესამე ტალღა… ცოტა კიდევ გავუძლოთ” – რა მიმართვას ავრცელებს პაატა იმნაძე

January 11, 2021
პაატა იმნაძის განცხადება: დაუდასტურდა თუ არა 16 იანვარს ჩინეთიდან ჩამოსულ გოგონას კორონავირუსი

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, შეზღუდვების გახანგრძლივების მიზანია ქვეყანამ კორონავირუსის პანდემიის ე.წ. მესამე ტალღა აიცილოს თავიდან. იმნაძის განცხადებით, შეზღუდვების კიდევ გახანგრძლივება მოგვცემს იმის გარანტიას, რომ მისი მოხსნის შემდეგ ქვეყანაში უკვე იქნება ვაქცინა, ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს და ქვეყნის გახსნა ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას დრამატულად არ შეცვლის.

„ევროპაში მესამე ტალღა ძალიან ბევრ ქვეყანაშია. ყველასთვის მეორე ტალღის დროს და ჩვენთვის, რეალურად, პირველი ტალღის დროს, ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში ყველაზე მაღალ ავადობას 100 000 მოსახლეზე ჩვენმა სისტემამ, გაუძლო. ხარვეზებით, მაგრამ გაუძლო. არადა ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, ჩვენზე ძალიან მდიდარმა ბევრმა ქვეყანამ ვერ გაუძლო.

“აქედან გამომდინარე, არ გვინდა იყოს მესამე ტალღა, როგორც უწოდებენ და მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ ცოტა კიდევ გავუძლოთ. ცოტა კიდევ გავახანგრძლივოთ შეზღუდვები. გვინდა გვქონდეს იმის გარანტია, რომ დავუძვრებით მესამე ტალღას და ჩვენი გახსნის შემდეგ ქეყანაში სიტუაცია არ დამძიმდება და ამასობაში წამოგვეწევა ვაქცინა, წამოგვეწევა სითბოც. რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გაცილებით მშვიდად მივიდეთ ზაფხულის პერიოდამდე“, – განაცხადა იმნაძემ.

პაატა იმნაძის თქმით, შეზღუდვების დამატებით 2 კვირით გახანგრძლივება ეპიდემიოლოგიურ სურათს კიდევ უფრო გააუმჯობესებს და ქვეყანას შედარებით უსაფრთხო გახსნის საშუალებას მისცემს.

„ეს 2 კვირა, არ ნიშნავს მხოლოდ 2 კვირას. შეზღუდვები განახლდა 3 იანვრიდან და რეალურად დაწყებულია ნოემბრის ბოლოდან, უბრალოდ საახალწლო გახსნა იყო ამ შუალედში. ასე რომ, ეს გამოდის ამ შეზღუდვების ეპიდემიოლოგიურად მნიშვნელოვანი ხანგრძლივობა. რაც გვაძლევს საფუძვლიანი ვარაუდის გაკეთების საშუალებას, რომ გაზაფხულით დაწყებული ბიზნესის გახსნა და ამუშავება სიტუაციას დრამატულად არ გაართულებს“, – ამბობს იმნაძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ცნობილია ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცის ვინაობა
  • „აიღო ქართული პასპორტი, აქვს ქართული სისხლი ძარღვებში, მაგრამ ვერანაირად ვერ გახდა ქართველი…“ – ვისზე საუბრობს შალვა პაპუაშვილი?
  • „ბავ­შვს სახე აღარ ჰქონ­და, ძალიან დავისტრესეთ…“ – რას ჰყვება გუშინ, რიკოთზე მომხდარი ავარიის თვითმხილველი?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge