მსოფლიოში ცნობილი ახალგაზრდა პიანისტი ირმა გიგანი სოციალურ ქსელში კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ახალ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, კონსერვატორიაში რექტორის არჩევნების პროცედურა შეწყდა.
„კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ , რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს.ისიც იცოდეთ – ვინც ამ მარაზმის წინააღმდეგ ხმას არ იღებთ, ისტორიაში არც თუ ისე კარგად ეწერებით.და თან როგორ ჩანხართ ამ უსახო სიჩუმეში. და რა სიმახინჯეა ეს ყველაფერი“, – წერს ის.