ბაზრობები და მუნიციპალური ტრანსპორტი სენსიტიური თემაა და პრიორიტეტი. ამ მიმართულებით ვმართავთ გადაუდებელ შეხვედრებს, რომ ახალი სტანდარტები შემოვიღოთ,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
ნათია თურნავას თქმით, მნიშვნელოვანია, თებერვლიდან განხორციელებულმა შეზღუდვების შემსუბუქებამ ეპიდემიოლოგიური სტატუს-კვო არ დააზიანოს.
„იმის გათვალისწინებით, რომ ევროპაში მესამე ტალღის საშიშროება არსებობს, პირველ თებერვლამდე ჩვენ ვტოვებთ დღევანდელ რეჟიმს, რაც ყველა აქამდე შეზღუდული აქტივობის იგივე რეჟიმში გაგრძელებას გულისხმობს.
თუმცა, ძალიან კარგად გვესმის, რომ არასასურსათო ვაჭრობა, არამხოლოდ მაღაზიები, ბაზრობები, მუნიციპალური ტრანსპორტი სენსიტიური თემაა და პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ვმართავთ გადაუდებელ შეხვედრებს, რომ ახალი სტანდარტები შემოვიღოთ და შევძლოთ თებერვლიდან შემსუბუქება რეალისტური იყოს. არ დააზიანოს ის სტატუს-კვო, რაც ეპიდემიოლოგიურად გვაქვს“,-აცხადებს თურნავა.