Friday, September 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

7 საჯარო სკოლაში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა

September 18, 2026
7 საჯარო სკოლაში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა

ცოტა ხნის წინ მთავარს თბილისის რამდენიმე საჯარო საბავშვო ბაღის მშობლებმა ბავშვების მასობრივი ინტოქსიკაციის შესახებ აცნობეს. როგორც ისინი გვიყვებოდნენ, ღამით საავადმყოფოებში მოზარდები პირღებინებითა და მუცლის ტკივილით შეიყვანეს.
„თბილისის რამდენიმე საჯარო ბაღში რეგისტრირებულ აღსაზრდელს დაუფიქსირდა ცხელება, რიგ შემთხვევებში გულისრევა და ღებინება, რომელთაც მიმართეს სხვადასხვა კლინიკას. ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით კანონმდებლობის შესაბამისად, 7 საჯარო ბაღში, ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, შეჩერდა სააღმზრდელო პროცესი, დანარჩენი 183 ბაღი აგრძელებს ფუნქციონირებას.
სააგენტო ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად მათ შორის თბილისის ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის სამსახურთან, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან კოორდინაციით ატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას“ – ნათქვამია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში
მათივე ინფორმაციით, რამდენიმე ბაღი დღეს დილიდან დაიკეტა. მშობლებს არ აქვთ პასუხი, რას შეიძლება გამოეწვია ბავშვების სავარაუდო მოწამვლა. მათივე ინფორმაციით, მოწამლულია 20-ზე მეტი ბავშვი. რაც შეეხება ბაღებს, საიდანაც ბავშვები სხვადასხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს, როგორც მშობლები ამბობენ, მათ შორისაა, თბილისის 109-ე, 124 -ე, 46 -ე, 121-ე, 79-ე, 22-ე, 59-ე საბავშვო ბაღები. მთავარის ინფორმაციით, ბავშვები მარნეულის საბავშვო ბაღშიც მოიწამლნენ. ერთ-ერთი ადგილობრივი მშობელი გვიყვება, რომ მარნეულის მესამე საჯარო ბაღის ერთ-ერთ ჯგუფში ბავშვების მასობრივი ინტოქსიკაციის შემთხვევა 2 დღის წინ გამოვლინდა. ბავშვებს პირღებინება და მუცლის ტკივილი აღენიშნებოდათ. მშობლის ინფორმაციით, ბავშვებს გადასხმები დასჭირდათ. მისივე ცნობით, მოწამლულია დაახლოებით 10-12 ბავშვი
ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ განცხადება გაავრცელა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა – უწყებამ ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, “თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნება”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შსს-მ თბილისსა და რეგიონებში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღო, დაკავებულია 11 პირი
  • მაია ჩხაიძე აცხადებს, რომ საჯარო ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტებთან დაკავშირებით შესაბამის გამოკვლევებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ჩაატარებს
  • “მომხდარზე პასუხისმგებელია როგორც თბილისის მერია, ისე სახელმწიფო უწყებებიც…” – რას ამბობს ირაკლი აბესაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge