Wednesday, September 10, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home სოც.ქსელები

„უცებ საუბარი შეწყვიტა და ატირდა…” – ჟურნალისტი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს

January 11, 2021
„უცებ საუბარი შეწყვიტა და ატირდა…” – ჟურნალისტი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს

ჟურნალისტი, ნანა ახობაძე ცნობილ პრიმაბალერინასთან ემოციურ ინტერვიუს იხსენებს და სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

„ნინო ანანიაშვილს ინტერვიუსთვის ერთხელ შევხვდი. ახალი დაბრუნებული იყო საქართველოში. გაიხსენა, 12 წლის ბავშვი როგორ წაიყვანეს და დატოვეს მოსკოვში, როგორ უჭირდა უცხო გარემოსთან შეგუება, როგორ ენატრებოდა დედა… უცებ საუბარი შეწყვიტა და ატირდა: „მთელი ცხოვრება დედა მენატრებაო.“ ერთი წელი იყო გასული დედამისის გარდაცვალებიდან. იმ წუთებში ძალიან ჰგავდა 12 წლის ნინოს – დედისგან მოწყვეტილ, პატარა, დაბნეულ გოგოს.

არ მიკითხავს, ეს მონატრება დააკომპენსირა თუ არა როდესმე სცენაზე განცდილმა ბედნიერებამ, აპლოდისმენტებმა, იმან, რასაც ზოგადად, წარმატებას ვეძახით.

არც ფსიქოლოგი ვარ, რომ ვიცოდე, მონატრების განუწყვეტელი შეგრძნება უტოლდება თუ არა ღრმა ტრავმას, რომელიც, თავის მხრივ, შესაძლოა, იწვევდეს დეზორიენტაციას არჩევანში, გადაწყვეტილებაში…

ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი, ისაა, რომ იშვიათი გულწრფელობის მომსწრე გავხდი მაშინ და დღემდე ანანიაშვილის ხსენებაზე, იმ გულამომჯდარი კადრით მიდგას თვალწინ..

მისი ნაჩუქარი ეს პუანტები ჩემს კედელზე ჰკიდია. ეს „სურათი“ ჩემთვის არც პრიმაბალერინას სახსოვარია და არც ბალეტისადმი გასაკუთრებული სიყვარულის გამოხატულება: იმ 12 წლის სიფრიფანა გოგოს ავტოგრაფია, რომელსაც მთელი ცხოვრება ენატრებოდა დედა“,- წერს ნანა ახობაძე სოციალურ ქსელში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეებში საქართველოში – სინოპტიკოსების გაფრთხილება
  • კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით, სტუდენტი, მეგი დიასამიძე დააკავეს
  • რა ეღირება დოლარი და ევრო 11 სექტემბერს – ვალუტის კურსი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge