ხატია ბუნიათიშვილმა ფორტეპიანოზე დაკვრა 6 წლის ასაკში დაიწყო, დღეს კი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი და ყველაზე პოპულარული პიანისტია.
ამჯერად ხატიამ კონცერტი მადრიდში გამართა. პატარა შარლოტა კონცერტს თვალს კულისებიდან ადევნებდა. პიანისტი გამომწერებს უზიარებს კადრებს, სადაც ჩანს, როგორ ელოდება შარლოტა დედას კულისებში.