“კივილი”, ედვარდ მუნკი
ბევრი უცნაური ისტორიაა დაკავშირებული ედვარდ მუნკის ამ შედევრთან. ნახატი ორჯერ მოიპარეს: ჯერ 1994 წელს, შემდეგ კი 2004 წელს. მაგრამ ეს არ არის ყველაზე საინტერესო. მუზეუმის თანამშრომლები ამბობენ, რომ ამ მხატვრის ნამუშევარი დაწყევლილია. და ამის კარგი მიზეზები არსებობს:
ერთ დღეს დაცვის თანამშრომელს შემთხვევით დაეცა ნახატი. იგი არ დაშავებულა, მაგრამ იმ მომენტში თანამშრომელს საშინელი თავის ტკივილი დაეწყო. ვერც ერთი წამალი ვერ უყუჩებდა ტკივილს. ორი წლის შემდეგ კი თავი ჩამოიხრჩო. გარკვეული პერიოდის შემდეგ მსგავსი შემთხვევა ისევ მოხდა. მუზეუმის თანამშრომელმა უნებურად ჩამოაგდო “კივილი”. ორი დღის შემდეგ ის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
დანარჩენები კი, ვისაც ამ ნახატთან ერთად ერთ ოთახში დიდი ხნის გატარება მოუწია, უჩიოდნენ მოულოდნელ ფსიქიკურ აშლილობას, დეპრესიას, თავის ტკივილს და უძილობასაც კი.
ჯოვანი ბრაგოლინის “მტირალა ბიჭი”.
ჯოვანი ბრაგოლინი იტალიელი მხატვარია, რომელიც ცნობილი გახდა მტირალა ბავშვების ნახატებით. ლეგენდის თანახმად, ერთ-ერთ ნამუშევარზე გამოსახულია მხატვრის ვაჟი. 1980-იან წლებში ჩრდილოეთი ინგლისი ხანძრების სერიამ მოიცვა. ყველა დაზიანებულ სახლში აღმოჩნდა ამ ნახატის სრულიად ხელუხლებელი რეპროდუქციები.
“წყლის შროშანები”, კლოდ მონე
კიდევ ერთი ნახატი, რომელიც სავარაუდოდ ხანძარს იწვევს. უსიამოვნებები იმპრესიონისტი მხატვრის კლოდ მონეს სახელოსნოში დაიწყო, სადაც შედევრზე მუშაობის დასრულებისთანავე ხანძარი გაჩნდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ნახატი მონმარტრის ცნობილი კაბარესთვის იყიდეს, რომელიც ასევე დაიწვა. შემდეგ ტილო კოლექციონერ ოტო შმიდცს გადაეცა, რომელსაც იგივე ბედი ეწია: მისი სახლი მთლიანად დაიწვა, მხოლოდ ერთი კედელი დარჩა, რომელზეც კლოდ მონეს ცნობილი ნამუშევარი ეკიდა.
“უცნობი”, ივან კრამსკოი
უცნობია, ვინ არის ნახატზე გამოსახული იდუმალი ქალი, რომელმაც მხოლოდ უბედურება მოუტანა მფლობელებს. “უცნობის” პირველი მყიდველი ცოლმა მიატოვა. მეორესაც აღარ გაუმართლა – მისი სახლი დაიწვა და მხოლოდ ნახატი გადარჩა. ნამუშევარმა არც მხატვარს მოუტანა ბედნიერება – ერთი წლის შემდეგ მისი ორი ვაჟი გარდაიცვალა. ნახატი ამჟამად ტრეტიაკოვის გალერეაში ინახება.
ბილ სტოუნჰემის “ხელები ეწინააღმდეგებიან მას”.
ეს ნახატი სამართლიანად ატარებს “ხელოვნების მკვლელის” ტიტულს. ნახატის ყველა მფლობელს წარუმატებლობა აწუხებდა. პირველი მყიდველი იყო ხელოვნებათმცოდნე და Los Angeles Times-ის მფლობელი. ის ნახატის შეძენიდან რამდენიმე კვირაში გარდაიცვალა. მოგვიანებით, ნამუშევარი მსახიობმა ჯონ მარლიმ იყიდა, რომელიც გულის ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, უცნობმა კაცმა ნახატი მიტოვებულ ლუდსახარშში იპოვა, აიღო და საკუთარი ქალიშვილის საძინებელში ჩამოკიდა. ამბობენ, პირველივე ღამეს სახლში უცნაური მოვლენები დაიწყო. გოგონა ამტკიცებდა, რომ სურათზე გამოსახული ბავშვები ჩხუბობდნენ.
წყარო: marao.ge