ხალგაზრდა კაცი ბეტონის გადამამუშავებელ დანადგარში მოყვა და ადგილზე დაიღუპა – ინფორმაციას TV25.GE ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, შემთხვევა სოფელ ვაშლოვანში მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.