Tuesday, November 28, 2023
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ვინ იყო ქართველი ქალი, რომელზეც სალვადორ დალი გიჟდებოდა – ესპანელი მხატვრის აქამდე უცნობი ამბავი

September 23, 2023
ვინ იყო ქართველი ქალი, რომელზეც სალვადორ დალი გიჟდებოდა – ესპანელი მხატვრის აქამდე უცნობი ამბავი
Share on FacebookShare on Twitter

1920-30-იანი წლების ევროპულ-ამერიკული საზოგადოებისა და პრესის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა ხუთი და-ძმა მდივანი. მათი ხშირად მოიხსენიებდნენ ჰოლივუდის ვარსკვლავთა და ცნობილ პიროვნებათა: პოლა ნეგრის, მეი მიურეის, ლუიზა ასტორის, დევიდ კონან-დოილის, კოკო შანელის, სალვადორ დალისა და სხვათა გვერდით გახმაურებულ ამბებში, ელიტარულ ქრონიკებში, მხატვრულ ლიტერატურაში, ფილმებში.

მათ აქებდნენ, ეპითეტებით ამკობდნენ, ხშირად არასახარბიელო კონტექსტშიც იხსენიებდნენ. ერთი ეპითეტი კი ყველას საერთო ჰქონდა: “მექორწინე მდივნები”.

ასევე წაიკითხე

“მელია დარდს ხომ არ გადაყვა?” – რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

📷 „მიჭირს მიწაზე დგომა“ – მძიმე ოპერაციის შემდეგ, კოსტა სანიკიძე საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა

მდივნების მამა იყო ცნობილი ქართველი გენერალი ზაქარია (შაქრო) მდივანი. მათი წინაპარი სოლომონ მდივანი ერეკლე II-ის თანამებრძოლი გახლდათ, მაგრამ დიდად ეწინააღმდეგებოდა მეფეს კავკასიაში რუსების შემოსვლასთან დაკავშირებით. მისი პატრიოტიზმი და ერისადმი თავდადება მემკვიდრეობით გადაეცა შთამომავლობას. გენერალმა ზაქარია მდივანმა პირველი მსოფლიო ომის დროს კავკასიის ფრონტზე საკმაოდ გრძელი საბრძოლო გზა განვლო. მისი კარიერა დივიზიის უფროსობიდან დაიწყო და დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო მინისტრის მოადგილის თანამდებობით დასრულდა. საქართველოს მთავარსარდალი გიორგი კვინიტაძე თავის მოგონებებში გენერალ მდივანს ახა-სიათებს, როგორც ძალიან მიმზიდველ და სასიამოვნო ადამიანს.

საქართველოს ოკუპაციის შემდეგ გენერალი მდივანი თავისი ოჯახით, სხვა დევნილებთან ერთად, კონსტანტინოპოლში ჩავიდა და იქ შექმნილ ლტოლვილთა კომისიას ჩაუდგა სათავეში, რომელიც შემდეგ სამთავრობო კომისიას შეუერთდა. 1922 წელს პარიზში გადასახლდა, მრავალ საქმეს მოჰკიდა ხელი, მაგრამ ემიგრანტის გაჭირვებულ ყოფას თავი ვერ დააღწია. შაქროსა და მის ცოლს, ნახევრად ქართველ და ნახევრად პოლონელ ელისაბედს ხუთი ულამაზესი შვილი ჰყავდათ – სერგო, დავითი, ნინო, რუსუდანი და ალექსი, რომელთაც კარგი გა-ნათლება მისცეს ჯერ თბილისში, პეტერბურგსა და ვარშავაში, სადაც ზაქარია ერთხანს ვარშავის კომენდანტი იყო, ოკუპაციის შემდეგ კი – ევროპაში.

 

ნინო, რუსუდანი, დავითი, სერგი და ალექს მდივნები

ახალგაზრდებმა მალე დაიმკვიდრეს ადგილი ჯერ საფრანგეთის, შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების საზოგადოებაში. მშვენიერ ნინო მდივანს პარიზშივე ჰყავდა უამრავი ქართველი და უცხოელი თაყვანისმცემელი. პოეტმა ნიკოლო მიწიშვილმა მას ლექსიც კი მიუძღვნა (“გამოთხოვება”). 1925 წელს ნინო ჩარლზ ჰუბერიხზე გათხოვდა. 1936 წელს ცნობილ ამერიკელ ადვოკატსა და ავიატორს, სახელგანთქმულ მწერალ ართურ კონან-დოილის ვაჟს, დენის კონან-დოილს გაჰყვა ცოლად და მწერლის თხზულებების გამოცემის უფლება მემკვიდრეობით მიიღო, რამაც იგი ელიტარული ქრონიკის ინტერესის საგნად აქცია. დენისის დაღუპვის შემდეგ, 1955 წელს ის მესამედ გათხოვდა ენტონი ჰერვორდზე.

ამერიკაში გადასახლების შემდეგ კალიფორნიაში ძმებს ჰოლივუდის ვარსკვლა-ვებს შორის მოუხდათ ტრიალი. სამივე გამორჩეული იყო სილამაზით, განათლებით, დახვეწილობითა და არისტოკრატიზმით. თავადის წოდება, ფრანგუ-ლი გამოთქმით Prince, მათ სამეფო სახლის შთამომავალთა რიგში აყენებდა. როცა მათ მამას, ზაქარიას, ამ ტიტულით მიმართავდნენ, იცინოდა: “მე ალბათ ერთადერთი ადამიანი ვარ ამქვეყნად, რომელმაც თავადის ტიტული შვილებისგან მიიღოო”.

წოდება და “ძმები მდივნების ჯადო” ძალიან იზიდავდა დაბალი წარმოშობის მდიდარ ამერიკელებს.

თუმცა ამჯერად რუსუდან (რუსი) მდივანზე უნდა მოგითხროთ, რომელსაც უცხოურ წყაროებში პრინცესა იზაბელადაც მოიხსენიებენ.

რუსუდანი და-ძმებს შორის მხოლოდ რუსუდან (რუსი) მდივანი დაქორწინდა ერთხელ. ის ნიჭიერი მოქანდაკე იყო და პარიზში ჩასულ ქართველ მხატვრებთან – დავით კაკაბაძესთან, ლადო გუდიაშვილთან, ელენე ახვლედიანსა და ქეთევან მაღალაშვილთან მეგობრობდა. ფოტოც კი აქვს მათთან ერთად გადაღებული. მის შემოქ-მედებაზე შეგვიძლია მის მიერ პარიზში შექმნილი ნიკოლო მიწიშვილის ბიუს-ტით ვიმსჯელოთ.

პირველ რიგში: ელენე ახვლედიანი, ლადო გუდიაშვილი, ქეთევენ მაღალაშვილი. უკან: რუსუდან მდივანი

25 წლის რუსუდანი განთქმული ესპანელი მხატვარ-მონუმენტალისტის, 50 წლის ხოზე-მარია სერტის მოწაფე გახდა, რომელიც პიკასოს გამოჩენამდე პარიზში პირველ მხატვრად ითვლებოდა. სერტის ცოლი ნიჭიერი პიანისტი, დიდი ალღოს მქონე მეცენატი, რენუარისა და ტულუზ-ლოტრეკის მოდელი, მალარმეს მუზა, პრუსტისა და კოქტოს გმირების პროტოტიპი, მიზია გოდებსკა, მიჩვეული იყო ქალების ვიზიტებს ქმრის სახელოსნოში.

ამჯერად კი საფრთხე იგრძნო და მტკიცე გადაწყვეტილებით გაეშურა ახალგაზ-რდა მეტოქესთან შესახვედრად, მაგრამ ეს მაღალი, ქერა გოგონა ნაცრისფერ-მომწვანო თვალებითა და ანგელოზური ღიმილით სხვებს არ ჰგავდა. ის ისეთი უშუალო იყო, ისეთ უმწიკვლოებასა და სიწმინდეს აფრქვევდა, რომ მიზიამ მასში მტერი ვერ დაინახა. როგორც ჩანს, რუსუდანსაც ჰქონდა ძმების მსგავსი მომხიბვლელობა და ადამიანებთან ურთიერთობის იშვიათი უნარი, ანუ ე.წ. “ძმები მდივნების ჯადო” გააჩნდა. მან მეტოქე მალე უფროს მეგობრად გაიხადა.

რუსუდან მდივანი

მიზიამ კი ახალგაზრდა ხელოვანი თავისი სამეგობროს წევრად აქცია. ანრი გიდელი წიგნში “კოკო შანელი” მიიჩნევს, რომ 53 წლის მიზიას, რომელსაც სამ ქმართან შვილი არ ჰყოლია, რუსუდანისადმი დედობრივი გრძნობა გაუჩნდა. ალბათ, მნიშვნელოვანი როლი საერთო პოლონურმა ძირებმაც ითამაშა. სერტიც და მიზიაც აღმერთებდნენ რუსის. ორივეს თავისებურად უყვარდა გოგონა. სერტი გაეყარა მიზიას და რუსუდანზე დაქორწინდა. ქორწილი 1928 წლის 18 აგვისტოს ჰააგაში გადაიხადეს. თუმცა ამ ქორწინების შემდგომაც მიზია სერტის ახლო მეგობრად და მისი შემოქმედების ყველაზე ზუსტ შემფასებლად დარჩა.

უცნაურია, მაგრამ ქმრისგან მიტოვებულმაც კი შეინარჩუნა მეტოქის სიყვარული – ეხმარებოდა საქორწინო სამზადისში, რუსუდანისთვის კაბა კოკო შანელს აარჩევინა, ქმარს კი ნიშნობისთვის ლალისთვლიანი ბეჭედი და ლალისავე გულსაკიდი აყიდვინა. ამ სასიყვარულო სამკუთხედმა არაჯანსაღი მითქმამოთქმაც გამოიწვია. ის დაედო საფუძვლად ჟან კოკტოს პიესას “წმინდა ურჩხულები”.

ცნობილი ბალერონი და ქორეოგრაფი სერჟ ლიფარი რუსუდანთან სახელოსნოში

ესპანეთში, პალამოსში რუსუდანს ქმარმა სასახლე აუშენა, სადაც თავს იყრიდა პარიზული ბომონდი. ზაფხულობით სახელგანთქმული ძმები და ჰოლივუდის ვარსკვლავებიც ჩადიოდნენ. საზოგადოების სული და გული, ახალგაზრდა დიასახლისი საერთო სიყვარულით სარგებლობდა. სალვადორ დალი თავის უახლოეს მეგობრებად ასახელებდა “პარიზის ყველაზე ფანტასტიკურ ქალებს” ბეტინა ბერჟერს, კოკო შანელსა და რუსი მდივანს, რომელთანაც ხშირად მიდიოდა სტუმრად მეუღლესთან, გალასთან ერთად. ამბობდნენ იმასაც, რომ ის მშვენიერ ახალგაზრდა ქალს ფარულად ეტრფოდა კიდეც…

“1935 წელს გალა და მე იქ ერთი კვირის გატარებას ვაპირებდით. ზაფხულის მიწურულს იქ მთელი პარიზული ჯგუფი გაეშურა. ჩვენ იქ რამდენიმე დღე გავატარეთ, რომლებმაც მხოლოდ ნოსტალგიური მოგონება დაგვიტოვეს ბრწყინვალე, შეუდარებელ ომის შემდგომი პერიოდისა. მოჯადოება მონანავე ესპანური ცეკვების მუსიკითა და კოსტა-ბრავას მთელი საზღვაო მშვენიერებით, სამწუხაროდ, შეწყვიტა პალამოსიდან ფიგეიროსის გზაზე მომხდარმა ავტოავარიამ, რომელშიც დაიღუპნენ თავადი ალექსი მდივანი და ბარონი ტისენი”... – წერს სახელგანთქმული მხატვარი თავის მოგონებებში.

და-ძმა ალექსი და რუსუდან მდივნები

ალექსის დაღუპვა მდივნების ოჯახის ტრაგედიის დასაწყისად იქცა: ერთი წლის შემდეგ, ფილმის გადაღებისას, ფლორიდაში ცხენიდან ჩამოვარდა და გარდაიცვალა სერგი. “რუსიმ ვერ გადაიტანა მწუხარება და ჩაიფერფლა ოთხი წლის შემდეგ… რომ დავამტკიცო რამდენად მიყვარდა, საკმარისია უბრალოდ ვთქვა, რომ რუსი წყლის ორი წვეთივით ჰგავდა “ლა ჰაიეს” მუზეუმში დაცულ ვერმეერის „გოგონას მარგალიტის საყურით”, – წერს თავის მოგონებებში სალვადორ დალი.

ვინ იყო ქართველი ქალი, რომელზეც სალვადორ დალი გიჟდებოდა – ესპანელი მხატვრის აქამდე უცნობი ამბავი

ძმების სიკვდილით შეძრული, ჭლექით დაავადებული რუსუდანი მიზიამ და კოკო შანელმა სამკურნალოდ შვეიცარიაში წაიყვანეს, მაგრამ ვეღარ უშველეს – 1938 წელს გარდაცვალა სულ რაღაც 32 წლისა. მიზიამ გულით დაიტირა რუსუ-დანი, ამბობენ, რომ მედალიონი მისი გამოსახულებით სასიკვდილო სარეცელ-ზეც კი არ მოუხსნია…

მომზადებულია ჟურნალ “ისტორიანში” გამოქვეყნებული რუსუდან დაუშვილის სტატიის მიხედვით

წყარო:kvirispalitra.ge

სხვა ამბები

“მელია დარდს ხომ არ გადაყვა?” – რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი
საზოგადოება

“მელია დარდს ხომ არ გადაყვა?” – რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

November 28, 2023
📷 „მიჭირს მიწაზე დგომა“ – მძიმე ოპერაციის შემდეგ, კოსტა სანიკიძე საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა
საზოგადოება

📷 „მიჭირს მიწაზე დგომა“ – მძიმე ოპერაციის შემდეგ, კოსტა სანიკიძე საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა

November 28, 2023
“ჩვენი მოცეკვავე იყო…” – ანსამბლი ,,ჭყონდიდი” სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
საზოგადოება

დმანისის მუნიციპალიტეტის მერია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

November 28, 2023
რა სარგებელი და ზიანი შეიძლება მოგვიტანოს ასკილმა? – ყველამ გაითვალისწინეთ
საზოგადოება

რა სარგებელი და ზიანი შეიძლება მოგვიტანოს ასკილმა? – ყველამ გაითვალისწინეთ

November 28, 2023
„რაჭას მოსმენა უნდა, მარტო ცქერა არა“ – გიორგი კეკელიძე შოვში ჩამოწოლილ მეწყერზე
საზოგადოება

„დავით აღმაშენებელი უსათუოდ იქნებოდა უკიდურესად მშვიდი და დამთმენი ადამიანი – სხვა ვერაფრით ავხსნი იმას…“ – გიორგი კეკელიძე

November 28, 2023
🎥 “წყალთან და მიწასთან დაკავშირებული კიდევ ერთი სტიქიური მოვლენა ელოდება საქართველოს…” – გოგა მანიას წინასწარმეტყველება
საზოგადოება

🎥 “საქართველოში კორპუსი ჩამოინგრევა რასაც მოჰყვება…” – გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება

November 28, 2023
Next Post
რუსთავში მანქანა ბორდიურზე მდგარ ქალს შეეჯახა

ქალი, რომელსაც რუსთავში მანქანა დაეჯახა, გარდაიცვალა

ვინ არის შოვში კიდევ ერთი დაღუპული, რომელიც ცოტა ხნის წინ ამოიცნეს

რა ეღირება დოლარი და ევრო დღეს – ვალუტის კურსი

პოპულარული

„ძალიან ვამაყობ შენით, ჩემო სიცოცხლე“ – ვისზე წერს სოფო ნიჟარაძე

ვინ არის მამაკაცი, ვისთან ერთადაც სოფო ნიჟარაძე ყაზბეგში ატარებს დროს

July 10, 2023
საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

July 6, 2023
“გასკდა ამბავი” – რა კადრებს ავრცელებს ია ფარულავა

“გასკდა ამბავი” – რა კადრებს ავრცელებს ია ფარულავა

July 15, 2023
„ლელას დავშორდი, აღარ დამირეკოთ“ – კახი მამულაშვილი

„ლელას დავშორდი, აღარ დამირეკოთ“ – კახი მამულაშვილი

August 31, 2023
ტემპერატურა +39 გრადუსამდე მოიმატებს – 27 ივლისის ამინდის პროგნოზი

ტემპერატურა 21 გრადუსამდე დაიწევს – ნახეთ, როდის აგრილდება საქართველოში

August 16, 2023

MIX

გასართობ შემეცნებითი პორტალი Mix.Metronome.Ge

Follow us

ბოლო ამბები

  • “მელია დარდს ხომ არ გადაყვა?” – რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი
  • 📷 „მიჭირს მიწაზე დგომა“ – მძიმე ოპერაციის შემდეგ, კოსტა სანიკიძე საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა
  • დმანისის მუნიციპალიტეტის მერია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
  • რა სარგებელი და ზიანი შეიძლება მოგვიტანოს ასკილმა? – ყველამ გაითვალისწინეთ

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო

© 2023 Mix.Metronome.Ge