„აპრილიდან ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო პროგრამების თვისობრივად ახალი მიმართულებები გამოცხადდება,“ – ამის შესახებ დავით სონღულაშვილმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე შეფასებით, ახალი პროგრამები სრულად იქნება მორგებული ფერმერების საჭიროებებზე.
„წლიდან წლამდე სოფლის მეურნეობის სექტორი სტაბილურად ვითარდება. 2025 წელს აგროსასურსათო პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელმა 18 მლრდ ლარი შეადგინა. იზრდება ასევე ექსპორტის მაჩვენებელიც. კერძოდ, გასულ წელს საქართველოდან მსოფლიოს 110 ქვეყანაში ექსპორტირებულია რეკორდული 1.8 მლრდ დოლარის აგროსასურსათო პროდუქცია
